პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ანტონიო კოშტა - გაფართოება საუკეთესო გეოპოლიტიკური ინვესტიციაა - უკრაინის, მოლდოვისა და დასვლეთ ბალკანეთის ყველა ქვეყნის მომავალი ევროკავშირშია, ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა რწმენა რეალობად იქცეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ გაფართოება ევროპის საუკეთესო გეოპოლიტიკური ინვესტიციაა და უკრაინის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ევროკავშირშია.

ანტონიო კოშტა - გაფართოება საუკეთესო გეოპოლიტიკური ინვესტიციაა - უკრაინის, მოლდოვისა და დასვლეთ ბალკანეთის ყველა ქვეყნის მომავალი ევროკავშირშია, ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა რწმენა რეალობად იქცეს
ინტერპრესნიუსი

გაფართოება საუკეთესო გეოპოლიტიკური ინვესტიციაა, რომელიც ევროპას განუხორციელებია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ ევროკავშირის გაფართოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩემი მანდატის დასაწყისიდანვე გაფართოება სტრატეგიულ პრიორიტეტად ვაქციე. კანდიდატ ქვეყნებს რამდენჯერმე ვეწვიე და წარმატებული გაფართოების პროცესის ხელშეწყობისთვის მჭიდროდ ვთანამშრომლობ მათ ლიდერებთან და ინსტიტუტებთან“, - განაცხადა ანტონიო კოშტამ.

მისი თქმით, „გაფართოება საუკეთესო გეოპოლიტიკური ინვესტიციაა, რომელიც ევროპას მშვიდობის, უსაფრთხოების, დემოკრატიის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის განუხორციელებია“.

„დღევანდელ, გაურკვევლობით სავსე მსოფლიოში, გაფართოება ევროპას აძლიერებს. ის ევროპას უსაფრთხოსა და კონკურენტუნარიანს ხდის. გაწევრიანების პროცესი სამართლიანი, თანმიმდევრული და დამსახურებაზე დაფუძნებული უნდა დარჩეს. მტკიცედ მწამს, რომ უკრაინის, მოლდოვისა და დასვლეთ ბალკანეთის ყველა ქვეყნის მომავალი ევროკავშირშია. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ეს რწმენა რეალობად იქცეს“, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ანტონიო კოშტა - სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ევროპას დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, იტალია და ევროპული ინსტიტუტები წარმოადგენენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები