პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აზერბაიჯანში NGO-ების საქმიანობის შეჩერებისა და გაუქმების ახალ წესებს ამზადებენ

აზერბაიჯანში NGO-ების საქმიანობის ერთ წლამდე შეჩერება შესაძლოა სასამართლოს გარეშე, აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით გახდეს შესაძლებელი. სახელმწიფო სააგენტო APA-ს ცნობით, კანონპროექტი ორგანიზაციების გაუქმების საფუძვლების გაფართოებასაც ითვალისწინებს.

აზერბაიჯანში NGO-ების საქმიანობის შეჩერებისა და გაუქმების ახალ წესებს ამზადებენ
ნეტგაზეთი

აზერბაიჯანში არასამთავრობო ორგანიზაციების (NGO) საქმიანობის შეჩერება შესაძლოა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშეც გახდეს შესაძლებელი. შესაბამისი უფლებამოსილება აღმასრულებელ ხელისუფლებას მიენიჭება. ამასთან, ფართოვდება იმ შემთხვევების ჩამონათვალი, როდესაც ორგანიზაციის გაუქმება შეიძლება. ინფორმაციას აზერბაიჯანული სახელმწიფო სააგენტო APA ავრცელებს.

ცვლილებები „არასამთავრობო ორგანიზაციების (საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და ფონდების) შესახებ“ კანონშია შეთავაზებული.

პროექტის მიხედვით, ორგანიზაციის საქმიანობის შეჩერება ერთ წლამდე ვადით შეეძლება შესაბამის აღმასრულებელ ორგანოს. შეჩერების საფუძვლებს შორისაა კანონით გათვალისწინებული გამჭვირვალობისა და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მოთხოვნების დარღვევა. დარღვევების გამოსწორების შემთხვევაში ორგანიზაციას საქმიანობის განახლება ვადაზე ადრე შეეძლება.

გაუქმების საფუძვლებს კი ემატება, მათ შორის, “სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონით დაცული ინტერესებისთვის საფრთხის შექმნა, ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რეალური საფრთხე, ზედიზედ სამი წლის განმავლობაში საერთო კრების არჩატარება და სამ წელზე მეტხანს უმოქმედობა. გაუქმების გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს”.

ცვლილებები იმ ფონზეა შეთავაზებული, როდესაც აზერბაიჯანში არასამთავრობო სექტორის საქმიანობა მკაცრად რეგულირდება. 2025 წლის თებერვალში განახლდა 2014 წელს დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას უკავშირდება. ამის შემდეგ საერთაშორისო დონორებთან თანამშრომლობაში ჩართული რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკავეს და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მედია: აზერბაიჯანის ხელისუფლება ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის მიღებას გეგმავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები