მედია: აზერბაიჯანის ხელისუფლება ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის მიღებას გეგმავს
აზერბაიჯანის ხელისუფლება ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის მიღებას გეგმავს, რომელიც მედიაში, სოციალურ ქსელებსა და სხვა პლატფორმებზე შესაბამისი კონტენტის გავრცელების აკრძალვასა და დამრღვევთათვის ჯარიმების ან ადმინისტრაციული პატიმრობის დაწესებას ითვალისწინებს.

აზერბაიჯანის ხელისუფლება ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის მიღებას გეგმავს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.
კანონის თანახმად, მედიას, სოციალურ ქსელებს, რეკლამების ავტორებს, კინოთეატრებს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაბამისი კონტენტის გამოქვეყნება აეკრძალებათ.
კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი - ადმინისტრაციული პატიმრობა.
ლგბტ პროპაგანდის ამსახველი კონტენტის გამოქვეყნების შემთხვევაში, მედიას შესაძლოა საქმიანობა შეუჩერონ, ხოლო უცხოური მედიის წარმომადგენლებს აკრედიტაცია გაუუქმონ.
კანონპროექტის მიზანია არასრულწლოვანებისა და ბავშვების დაცვა იმგვარი ინფორმაციისგან, რომელმაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს მათ ჯანმრთელობასა და განვითარებას.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?
პირველი რეაქცია შენი იყოს