პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის შეზღუდვას აპროტესტებენ – დაკავებულია 37 ადამიანი

აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის შეზღუდვის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე 37 ადამიანი დააკავეს. შსს-ს ცნობით, საქმე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ორგანიზების მუხლით აღიძრა, პარალელურად კი ქვეყანაში Instagram-სა და TikTok-ზე წვდომა შეფერხდა.

აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის შეზღუდვას აპროტესტებენ – დაკავებულია 37 ადამიანი
ალია

აზერბაიჯანში სკოლებში ჰიჯაბის ტარების შეზღუდვას საპროტესტო აქციები მოჰყვა. პარალელურად, მოქალაქეები Instagram-სა და TikTok-ზე წვდომის შეფერხების შესახებ იუწყებიან.

აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დააკავეს 37 ადამიანი.

მათივე ინფორმაციით, საპროტესტო აქციების მონაწილეები კონფლიქტში შედიოდნენ სკოლების თანამშრომლებთან, აზიანებდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებების ქონებას და ხელს უშლიდნენ ტრანსპორტის მოძრაობას.

უწყების ცნობით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ქმედებების ორგანიზების მუხლით.

პროტესტი 21 სექტემბერს სასკოლო ფორმასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეცვალას მოყვა. მთავრობის ახალი რეგულაციით, დაუშვებელია ტანსაცმლის ისეთი დამატებითი ელემენტების გამოყენება, რომლებიც სკოლის ფორმის ერთგვაროვნებას არღვევს ან ეწინააღმდეგება განათლების საერო პრინციპს.

მიუხედავად იმისა, რომ დადგენილებაში ჰიჯაბი პირდაპირ არ არის ნახსენები, ოქტომბრის დასაწყისში გავრცელდა ცნობები, რომ ზოგიერთ სკოლაში ჰიჯაბიან მოსწავლეებს გაკვეთილებზე არ უშვებდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიბაქოში ჰიჯაბის აკრძალვის წინააღმდეგ პროტესტის ფონზე 37 ადამიანი დააკავეს
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიაზერბაიჯანში სკოლებში ჰიჯაბის შეზღუდვას აპროტესტებენ, დაკავებულია 37 ადამიანი
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აზერბაიჯანში ჰიჯაბის შეზღუდვის წინააღმდეგ პროტესტის შემდეგ ორ კაცი დააპატიმრესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები