ჰერჩინსკი: ევროკავშირისა და საქართველოს მჭიდრო კავშირს ბოლო პერიოდის ანტიევროპული რიტორიკა ძალიან აზიანებს
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ თელავში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ბოლო პერიოდის ანტიევროპული რიტორიკა ევროკავშირსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირს აზიანებს, თუმცა მის შეცვლას ვერ შეძლებს და ევროკავშირი საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდაჭერას გააგრძელებს.

“ევროკავშირისა და საქართველოს მჭიდრო კავშირს ბოლო პერიოდის ანტიევროპული რიტორიკა ძალიან აზიანებს, თუმცა ვერ შეცვლის” – ეს სიტყვები საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩნკიმ ქართულად და ხაზგასმით წარმოთქვა თელავში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებულ ღონისძიებაზე.
ელჩის განცხადებით, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდაჭერას.
ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს. 27 დამოუკიდებელი სახელმწიფო ძლიერ ერთობას ქმნის, ისევე, როგორც თითოეული ხმა ქმნის ერთიან მელოდიას. ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს. ევროკავშირისა და საქართველოს მეგობრობა საქართველოს დამოუკიდებლობიდან იწყება, მართალია ამ მჭიდრო კავშირს ბოლო პერიოდის ანტიევროპული რიტორიკა ძალიან აზიანებს, თუმცა ვერ შეცვლის! წარმოუდგენელია მრავალწლიანი ისტორიის გადაწერა, მით უფრო დავიწყება რამდენიმე წელში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდაჭერას“, – განაცხადა ელჩმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიაპაველ ჰერჩინსკი – ევროკავშირ-საქართველოს მეგობრობა საქართველოს დამოუკიდებლობიდან იწყება, მართალია, ამ მჭიდრო კავშირს ანტიევროპული რიტორიკა აზიანებს, თუმცა ვერ შეცვლის, წარმოუდგენელია ისტორიის გადაწერა
პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირი - საქართველოს მჭიდრო კავშირს ბოლო პერიოდის ანტიევროპული რიტორიკა ძალიან აზიანებს, თუმცა ვერ შეცვლის - გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს
ჰერჩინსკი: ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას ჰგავს, ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს
ჰერჩინსკი: ევროკავშირისა და საქართველოს მჭიდრო კავშირს ბოლო პერიოდის ანტიევროპული რიტორიკა ძალიან აზიანებს
„წარმოუდგენელია მრავალწლიანი ისტორიის გადაწერა, მით უფრო დავიწყება“ – პაველ ჰერჩინსკი
ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის
ციტატები სტატიიდან
„ევროკავშირისა და საქართველოს მჭიდრო კავშირს ბოლო პერიოდის ანტიევროპული რიტორიკა ძალიან აზიანებს, თუმცა ვერ შეცვლის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…