პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პაველ ჰერჩინსკი - სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა არ უსმენს იმას, რასაც ევროკავშირი ამბობს - როგორც ცოტა ხნის წინაც წავიკითხე, ბოლო დღეებში უპრეცედენტო თავდასხმაა ევროკავშირზე, ევროკავშირის ინსტიტუტებზე, ევროპარლამენტზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოს მთავრობა არ უსმენს ევროკავშირის მოწოდებებს და უგულებელყოფს ევროინტეგრაციის ტრაექტორიის შესაცვლელად მიცემულ რეკომენდაციებს, ხოლო ბოლო დღეებში ევროკავშირის ინსტიტუტებზე უპრეცედენტო თავდასხმები ხორციელდება.

პაველ ჰერჩინსკი - სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა არ უსმენს იმას, რასაც ევროკავშირი ამბობს - როგორც ცოტა ხნის წინაც წავიკითხე, ბოლო დღეებში უპრეცედენტო თავდასხმაა ევროკავშირზე, ევროკავშირის ინსტიტუტებზე, ევროპარლამენტზე
ინტერპრესნიუსი

უკვე ორ წელიწად-ნახევარია, რაც საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ტრაექტორია შეცვალონ თუ სერიოზულად დაინტერესებული არიან ოდესმე ევროკავშირში გაწევრიანებით, ყველა ჩვენი მოწოდება უგულებელყოფილია და უპრეცედენტო თავდასხმაა ევროკავშირზე, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან საუბარში განაცხადა.

კერძოდ, ჰერჩინსკიმ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, ხედავს თუ არა ის საქართველოს მთავრობისგან რაიმე ნამდვილად მზაობას აღადგინონ ურთიერთობა ევროკავშირთან.

„სამწუხაროდ, მთავრობა არ უსმენს იმას, რასაც ევროკავშირი ამბობს. საშუალება მომეცით შეგახსენოთ, რომ [ევროპული] საბჭოს პირველი დასკვნები, რომლებიც მოუწოდებდნენ საქართველოს კურსი შეეცვალა, გამოქვეყნებული იყო 2024 წლის ივნისში. უკვე ორ წელიწად-ნახევარია, რაც საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ტრაექტორია შეცვალონ თუ, რა თქმა უნდა, სერიოზულად დაინტერესებული არიან ოდესმე ევროკავშირში გაწევრიანებით.

ასე რომ, 2024 წლის ივნისში [ევროპული] საბჭოს ძალიან ნათელი დასკვნები გქონდათ, რომლებიც ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ იყო შეთანხმებული. რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ? 2024 წლის ოქტომბერი, 2024 წლის დეკემბერი - გაფართოებაზე თავმჯდომარეობის უახლესი დასკვნები წინა წლის დეკემბერშია გამოქვეყნებული, პარაგრაფი 138. შეგიძლიათ ნახოთ და წაიკითხოთ საქართველოს ხელისუფლებამ ზუსტად რა უნდა გააკეთოს, რათა დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის ტრაექტორიას.

ყველა ჩვენი მოწოდება უგულებელყოფილ იქნა. პირიქით, როგორც ცოტა ხნის წინაც წავიკითხე, ბოლო დღეებში უპრეცედენტო თავდასხმაა ევროკავშირზე, ევროკავშირის ინსტიტუტებზე, ევროპარლამენტზე, ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებზე. ეს ძალიან სამწუხაროა ჩემთვის, გულდასაწყვეტია, მაგრამ ეს დღევანდელი რეალობაა“, - - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. პირველი არხისამთავრობოპაველ ჰერჩინსკი – საქართველოს ხელისუფლება არ უსმენს ევროკავშირის გზავნილებს, ადგილი აქვს უპრეცედენტო თავდასხმებს ევროკავშირზე, მის ინსტიტუტებზე, ეს სამწუხაროა, თუმცა ასეთია დღევანდელი რეალობა
  2. ფორმულაოპოზიციურიჰერჩინსკი: ყველა ჩვენი მოწოდება საქართველოს მთავრობის მხრიდან უგულვებელყოფილია
  3. BM.GEოპოზიციური"საქართველო ევროკავშირს არ უსმენს, ჩვენი ყველა მოწოდება უგულებელყოფილია" - პაველ ჰერჩინსკი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
EU-ს ხელმძღვანელების წინააღმდეგ უპრეცედენტო თავდასხმა მიმდინარეობს, ამას შედეგი მოჰყვება - ჰერჩინსკიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები