ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"თუ გრიგოლ ლილაშვილი სურვილს გამოთქვამს საპროცესო შეთანხმების გაფორმების, თუ სახეზე გვექნება აღიარება, ბუნებრივია, ჩვენც შესაბამისად განვიხილავთ ამ განცხადებას" - პროკურორი

თბილისის საქალაქო სასამართლომ სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, საქმეში არაერთი პირდაპირი მტკიცებულება და მოწმეთა ჩვენება დევს, რომელიც მის ბრალეულობას ადასტურებს. პროკურორი აღნიშნავს, რომ თუ გრიგოლ ლილუაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებისა და აღიარების სურვილს გამოთქვამს, განცხადებას განიხილავენ.

"თუ გრიგოლ ლილაშვილი სურვილს გამოთქვამს საპროცესო შეთანხმების გაფორმების, თუ სახეზე გვექნება აღიარება, ბუნებრივია, ჩვენც შესაბამისად განვიხილავთ ამ განცხადებას" - პროკურორი
"თუ გრიგოლ ლილაშვილი სურვილს გამოთქვამს საპროცესო შეთანხმების გაფორმების, თუ სახეზე გვექნება აღიარება, ბუნებრივია, ჩვენც შესაბამისად განვიხილავთ ამ განცხადებას" - პროკურორირუსთავი 2

სუს-ის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

პროკურორი, მარიამ ბერძენიშვილი საუბრობს, რომ საქმეში დევს არა ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს გრიგოლ ლილუაშვილის ბრალეულობას.

მათ შორის, პროკურორის განცხადებით, საქმეში არსებობს მოწმეთა ჩვენებები. მისი თქმით, თუ გრიგოლ ლილუაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილს გამოთქვამს, შესაბამისად განიხილება ეს განცხადება.

"პირველი ეპიზოდი, რომელსაც ვედავებოდით, არის ბაგა ბაღების მართვის სააგენტოსთან დაკავშირებული ეპიზოდი. საიდანაც გარკვეული დანაშაულებრივი სქემის მფარველობისათვის, გრიგოლ ლილუაშვილი იღებდა ქრთამს. მეორე ეპიზოდი, რომელიც ეხება ე.წ. ქოლ-ცენტრების მფარველობას, რისთვისაც ასევე ის იღებდა ქრთამს.

დარჩენილი ორი ეპიზოდი ეხება უშუალოდ ქარის ელექტროსადგურებისა და გაზიფიცირების საკითხს, საკითხის ლობირებისათვის მიღებულ ქრთამს.

ოთხივე ჩემს მიერ დასახელებულ ეპიზოდში სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი უკვე მსჯავრდებულ გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ეს საქმე გამოირჩეოდა მოწმეთა სიმრავლით. ამ მოწმეებმა სასამართლოს მიაწოდეს ის ინფორმაცია, რაც ერთმანეთთან მოდიოდა თანხვედრაში და ასევე საქმეში არსებულ სხვა ხასიათის მტკიცებულებებთან მოდიოდა თანხვედრაში.

სამართლიანი სასამართლოს უფლება ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად გარანტირებულად დაცული იყო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე.

მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ დაცვის მხარეს აბსოლუტურად ყველანაირი კანონით გათვალისწინებული ბერკეტი, რაც არსებობს, ყველაფრით შეეძლოთ ესარგებლათ. ისინი არცერთ ეტაპზე არ შეზღუდულან რაიმე გარემოებით და თუ ის სურვილს გამოთქვამს საპროცესო შეთანხმების გაფორმების, თუ სახეზე გვექნება აღიარება, ბუნებრივია, ჩვენც შესაბამისად განვიხილავთ ამ განცხადებას," - აცხადებს მარიამ ბერძენიშვილი.

ავტორი: ნანა გოგატაძე

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პირველი ეპიზოდი, რომელსაც ვედავებოდით, არის ბაგა ბაღების მართვის სააგენტოსთან დაკავშირებული ეპიზოდი. საიდანაც გარკვეული დანაშაულებრივი სქემის მფარველობისათვის, გრიგოლ ლილუაშვილი იღებდა ქრთამს. მეორე ეპიზოდი, რომელიც ეხება ე.წ. ქოლ-ცენტრების მფარველობას, რისთვისაც ასევე ის იღებდა ქრთამს. დარჩენილი ორი ეპიზოდი ეხება უშუალოდ ქარის ელექტროსადგურებისა და გაზიფიცირების საკითხს, საკითხის ლობირებისათვის მიღებულ ქრთამს. ოთხივე ჩემს მიერ დასახელებულ ეპიზოდში სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი უკვე მსჯავრდებულ გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. ეს საქმე გამოირჩეოდა მოწმეთა სიმრავლით. ამ მოწმეებმა სასამართლოს მიაწოდეს ის ინფორმაცია, რაც ერთმანეთთან მოდიოდა თანხვედრაში და ასევე საქმეში არსებულ სხვა ხასიათის მტკიცებულებებთან მოდიოდა თანხვედრაში. სამართლიანი სასამართლოს უფლება ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად გარანტირებულად დაცული იყო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე. მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ დაცვის მხარეს აბსოლუტურად ყველანაირი კანონით გათვალისწინებული ბერკეტი, რაც არსებობს, ყველაფრით შეეძლოთ ესარგებლათ. ისინი არცერთ ეტაპზე არ შეზღუდულან რაიმე გარემოებით და თუ ის სურვილს გამოთქვამს საპროცესო შეთანხმების გაფორმების, თუ სახეზე გვექნება აღიარება, ბუნებრივია, ჩვენც შესაბამისად განვიხილავთ ამ განცხადებას,“
მარიამ ბერძენიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე განაჩენი 16 სექტემბერს გამოცხადდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები