გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე განაჩენი 16 სექტემბერს გამოცხადდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე განაჩენი 16 სექტემბერს გამოცხადდება. მას პროკურატურა ფულის გათეთრების ოთხ ეპიზოდს ედავება, მათ შორის ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ლობირებისთვის, გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარებისთვის, ქოლცენტრების მფარველობისა და ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილი დირექტორის მფარველობისთვის ქრთამის აღებას.

სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე განაჩენი 16 სექტემბერს გამოცხადდება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა დანიშნული.
სუს-ის ექს-შეფი გასული წლის 23 დეკემბერს დააკავეს - ყოფილ მაღალჩინოსანს ედავებიან „ფულის გათეთრების“ ოთხ ეპიზოდს:
რას ედავებიან ლილუაშვილს?
ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ლობირებისთვის თურქ ინვესტორ ჩაღათაი ულქერისგან $1 მლნ-ის აღებას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიასგან 1,5 მლნ ლარის აღებას რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
2021-2023 წლებში დანაშაულებრივი „ქოლცენტრების“ მფარველობას, საიდანაც ბრალდების ინფორმაციით, ლილუაშვილმა მიიღო $1 365 000;
პროკურატურა ამბობს, რომ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ბაღების შესყიდვებიდან „ატკატებს“ იღებდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- TV პირველიგრიგოლ ლილუაშვილს განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოუტანონ
- ინტერპრესნიუსიადვოკატი - გრიგოლ ლილუაშვილი გამამართლებელ განაჩენს ელოდება
- TV პირველიგრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება
- რუსთავი 2გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება
- ალიაგრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…