ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება. სხდომაზე მხარეები რეპლიკების უფლებით ისარგებლებენ და სასამართლოს თავად ბრალდებულმაც უნდა მიმართოს. ლილუაშვილს ბრალად ედება ფულის გათეთრების ოთხი ეპიზოდი, მათ შორის ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ლობირება, გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარება, „ქოლცენტრების“ მფარველობა და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილი დირექტორის მფარველობა.

გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება
გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდებაTV პირველი

სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სზდომა 14:00 საათზეა დანიშნული.

დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა უკვე წარმოთქვა. დღევანდელ სხდომაზე კი მხარეები რეპლიკების უფლებით ისარგებლებენ.

სასამართლოს მიმართავს თავად გრიგოლ ლილუაშვილი.

განაჩენს ნინო თარაშვილი გამოქცხადებს.

სუს-ის ექს-შეფი გასული წლის 23 დეკემბერს დააკავეს - ყოფილ მაღალჩინოსანს ედავებიან „ფულის გათეთრების“ ოთხ ეპიზოდს:

რას ედავებიან ლილუაშვილს?

ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ლობირებისთვის თურქ ინვესტორ ჩაღათაი ულქერისგან $1 მლნ-ის აღებას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;

გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიასგან 1,5 მლნ ლარის აღებას რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;

2021-2023 წლებში დანაშაულებრივი „ქოლცენტრების“ მფარველობას, საიდანაც ბრალდების ინფორმაციით, ლილუაშვილმა მიიღო $1 365 000;

პროკურატურა ამბობს, რომ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ბაღების შესყიდვებიდან „ატკატებს“ იღებდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში - ლილუაშვილის ადვოკატიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები