პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ComCom-მა "ფორმულა" "მაუწყებლობის შესახებ" კანონის დარღვევისთვის 10 000 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია "ფორმულა" "მაუწყებლობის შესახებ" კანონის დარღვევისთვის 10 000 ლარით დააჯარიმა. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ახალი ამბების პროგრამებში წამყვანები და კორესპონდენტები ავრცელებდნენ პირად მოსაზრებებს და არღვევდნენ მიუკერძოებლობის მოთხოვნებს.

ComCom-მა "ფორმულა" "მაუწყებლობის შესახებ" კანონის დარღვევისთვის 10 000 ლარით დააჯარიმა
რუსთავი 2

კომუნიკაციების კომისიამ "ფორმულა" "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის გამო 10,000 ლარით დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისიამ, 14 სექტემბრიდან 16 სექტემბრის პერიოდში, მონიტორინგი ჩაატარა, რომლის შედეგადაც, "ფორმულას" 17-საათიან ახალი ამბების პროგრამებში წამყვანებისა და კორესპონდენტების მხრიდან პირადი მოსაზრებების გავრცელებისა და მიუკერძოებლობის კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტები გამოიკვეთა.

კომისიის მიერ გამოვლენილი დარღვევები მოიცავდა ახალი ამბების პროგრამებში კორესპონდენტებისა და წამყვანების მიერ გაკეთებულ შეფასებებს, რომლებიც მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადოებრივი საკითხების მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების საფუძველზე გაშუქებას წარმოადგენდა, რასაც კანონმდებლობა ზღუდავს.

კერძოდ: "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით აკრძალულია ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქება. იკრძალება მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. შესაბამისად, შეზღუდულია არა მხოლოდ მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა, არამედ - მაუწყებლის პოზიციის შესაბამისად, პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების და საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება.

გამომდინარე იქიდან, რომ ტელეკომპანია "ფორმულას" ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის უკვე მიღებული აქვს სამი სანქცია: წერილობითი გაფრთხილება, 2,500 და 5,000-ლარიანი ჯარიმები, ამ ჯერზე "მაუწყებლობის შესახებ' საქართველოს კანონის თანახმად, მაუწყებელს უნდა დაეკისროს ჯარიმა არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 3%-ისა, ან არანაკლებ 10,000 ლარის ოდენობისა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. ფორმულაოპოზიციურიკომუნიკაციების კომისიამ ფორმულა ამჯერად 10 000 ლარით დააჯარიმა
  2. ტაბულაოპოზიციურიComCom-მა "ფორმულა" "მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის" 10 000 ლარით დააჯარიმა
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიComCom-მა „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევისთვის 10 000 ლარით დააჯარიმა
  4. ნეტგაზეთიოპოზიციურიკომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ ისევ დააჯარიმა, ამჯერად 10 000 ლარით
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ივანიშვილის პრემიერი“ - ამ და სხვა ტერმინებისთვის „ფორმულა“ 10 ათასით დააჯარიმესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები