პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ტრაპიზონის პროვინციის გუბერნატორს თაჰირ შაჰინს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთში ვიზიტისას ტრაპიზონის პროვინციის გუბერნატორს თაჰირ შაჰინს შეხვდა. მხარეებმა რეგიონული თანამშრომლობისა და ბიზნესკავშირების გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ტრაპიზონის პროვინციის გუბერნატორს თაჰირ შაჰინს შეხვდა
იმედინიუსი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან ერთად, ტრაპიზონის პროვინციის გუბერნატორს თაჰირ შაჰინს შეხვდა.

მხარეებმა საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში რეგიონული თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები განიხილეს. აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი ეკონომიკური კავშირების გაფართოების მყარ საფუძველს ქმნის.

აჭარისა და ტრაპიზონის ბიზნესწრეებს შორის კონტაქტების გააქტიურების მიზნით გამოიკვეთა ბიზნესფორუმების და საინვესტიციო ღონისძიებების სისტემატურად გამართვის აუცილებლობა. აღინიშნა, რომ მსგავსი მასშტაბური პლატფორმები კომპანიებს შორის პირდაპირ შეხვედრების, საინვესტიციო პოტენციალის გაცნობისა და ერთობლივი პროექტების განხილვის შესაძლებლობას შექმნის.

ზურაბ პატარაძემ საქართველოსა და თურქეთის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე აღნიშნა თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEİK) როლი ქართულ და თურქულ ბიზნესწრეებს შორის საქმიანი კავშირების განმტკიცებაში.

აჭარის მთავრობის დელეგაციის შემადგენლობაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე და ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, ასევე DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან - მჟავანაძე და ბიზნესწრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 5
  1. რუსთავი 2სამთავრობოაჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მთავრობის წევრებთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ართვინის პროვინციის გუბერნატორ თურან ერგუნს შეხვდა
  2. რუსთავი 2სამთავრობოაჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქეთის ართვინის პროვინციის გუბერნატორს შეხვდა
  3. იმედინიუსისამთავრობოაჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, დელეგაციასთან ერთად, რიზეს პროვინციის გუბერნატორ იჰსან სელიმ ბაიდაშს შეხვდა
  4. რუსთავი 2სამთავრობოაჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, დელეგაციასთან ერთად, რიზეს პროვინციის გუბერნატორ იჰსან სელიმ ბაიდაშს შეხვდა
  5. რუსთავი 2სამთავრობოაჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ტრაპიზონის პროვინციის გუბერნატორს თაჰირ შაჰინს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზურაბ პატარაძე თურქეთის გენერალურ კონსულს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები