პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზურაბ პატარაძე ბათუმში აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს შეხვდა

აჭარის მთავრობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს შეხვდა, სადაც მხარეებმა ეკონომიკური, საინვესტიციო და ტურისტული კავშირების გაღრმავება განიხილეს.

ზურაბ პატარაძე ბათუმში აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს შეხვდა
რუსთავი 2

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ფუად აზიზოვს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის, მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების საკითხები განიხილეს.

"ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავებას, ასევე, ბიზნესწრეებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობასა და რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის უკეთ გამოყენების შესაძლებლობებს. აქცენტი გაკეთდა აზერბაიჯანიდან აჭარაში ტურისტული ნაკადების ზრდაზე, რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციასა და პირდაპირი ავიამიმოსვლის მნიშვნელობაზე.

მხარეებმა ასევე განიხილეს კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები. ამ კონტექსტში აღინიშნა ბათუმსა და ნახიჭევანს შორის არსებული კავშირები და ერთობლივი ინიციატივების განვითარების შესაძლებლობები", - აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზურაბ პატარაძე თურქეთის გენერალურ კონსულს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები