ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ტრაპიზონის პროვინციის გუბერნატორს თაჰირ შაჰინს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთში ვიზიტის ფარგლებში ტრაპიზონის პროვინციის გუბერნატორს თაჰირ შაჰინს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს რეგიონული თანამშრომლობისა და ეკონომიკური კავშირების გაფართოების შესაძლებლობები.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ტრაპიზონის პროვინციის გუბერნატორს თაჰირ შაჰინს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ტრაპიზონის პროვინციის გუბერნატორს თაჰირ შაჰინს შეხვდარუსთავი 2

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან ერთად, ტრაპიზონის პროვინციის გუბერნატორს თაჰირ შაჰინს შეხვდა.

მხარეებმა საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში რეგიონული თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები განიხილეს. აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი ეკონომიკური კავშირების გაფართოების მყარ საფუძველს ქმნის.

აჭარისა და ტრაპიზონის ბიზნესწრეებს შორის კონტაქტების გააქტიურების მიზნით საუბრისას გამოიკვეთა ბიზნესფორუმების და საინვესტიციო აქტივობების სისტემატურად გამართვის აუცილებლობა. აღინიშნა, რომ მსგავსი მასშტაბური პლატფორმები კომპანიებს შორის პირდაპირ შეხვედრების, საინვესტიციო პოტენციალის გაცნობისა და ერთობლივი პროექტების განხილვის შესაძლებლობას შექმნის.

ზურაბ პატარაძემ საქართველოსა და თურქეთის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მან ასევე აღნიშნა თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEİK) როლი ქართულ და თურქულ ბიზნესწრეებს შორის საქმიანი კავშირების განმტკიცებაში.

აჭარის მთავრობის დელეგაციის შემადგენლობაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე და ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, ასევე, DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან - მჟავანაძე და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები