აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, დელეგაციასთან ერთად, რიზეს პროვინციის გუბერნატორ იჰსან სელიმ ბაიდაშს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთში ვიზიტისას რიზეს პროვინციის გუბერნატორ იჰსან სელიმ ბაიდაშს შეხვდა. მხარეებმა რეგიონთშორისი თანამშრომლობის გაღრმავებაზე, საუნივერსიტეტო კავშირებზე, ტურიზმისა და ეკონომიკის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში რიზეს პროვინციის გუბერნატორთან იჰსან სელიმ ბაიდაშთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე აჭარასა და რიზეს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, საუნივერსიტეტო კავშირების გაძლიერებისა და რეგიონული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები განიხილეს.
სავაჭრო-ეკონომიკური, ბიზნეს ინიციატივების და საქმიანი კონტაქტების გაძლიერების შესაძლებლობებთან ერთად განხილული იქნა განათლების მიმართულებით უნივერსიტეტებს შორის აკადემიური კავშირები, რაც ახალგაზრდებისთვის პროფესიული განვითარების გზებს გააფართოებს.
ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ აჭარისა და რიზეს მსგავსი გეოგრაფიული პირობები - ზღვისპირა მდებარეობა და მთიანი ლანდშაფტი - საერთო ინტერესებსა და თანამშრომლობის მნიშვნელოვან პერსპექტივებს ქმნის. ამ კონტექსტში საუბარი შეეხო ოთხსეზონიანი ტურიზმის განვითარებისა და მთის კურორტების ინფრასტრუქტურის მოწყობის გამოცდილების გაზიარებას.
მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ბათუმის შესაძლებლობებზე საერთაშორისო ფორუმებისა და კონგრესების მასპინძლობის მიმართულებით. აღინიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები გამოცდილების გაცვლის, ახალი პარტნიორების მოძიებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების საშუალებას იძლევა.
შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, საქართველოს გენერალური კონსული ტრაპიზონში ნიკოლოზ იაშვილი, საკონსულოს წარმომადგენლები, გუბერნატორის მოადგილეები მუსტაფა ბათუჰან ალფბოღა, მეტინ ეიუფქოჯა და გუბერნატორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფურქან აქსოი, ასევე, DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან - მჟავანაძე და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მთავრობის წევრებთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ართვინის პროვინციის გუბერნატორ თურან ერგუნს შეხვდა
- რუსთავი 2აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქეთის ართვინის პროვინციის გუბერნატორს შეხვდა
- რუსთავი 2აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, დელეგაციასთან ერთად, რიზეს პროვინციის გუბერნატორ იჰსან სელიმ ბაიდაშს შეხვდა
- იმედინიუსიაჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ტრაპიზონის პროვინციის გუბერნატორს თაჰირ შაჰინს შეხვდა
- რუსთავი 2აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ტრაპიზონის პროვინციის გუბერნატორს თაჰირ შაჰინს შეხვდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…