ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მთავრობის წევრებთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ართვინის პროვინციის გუბერნატორ თურან ერგუნს შეხვდა

აჭარის მთავრობა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ართვინის პროვინციის გუბერნატორს თურან ერგუნს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, საზღვრისპირა ზოლის განვითარება, შუა დერეფნის პერსპექტივები, ბათუმი-სარფის ახალი მაგისტრალის პროექტი და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მთავრობის წევრებთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ართვინის პროვინციის გუბერნატორ თურან ერგუნს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მთავრობის წევრებთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ართვინის პროვინციის გუბერნატორ თურან ერგუნს შეხვდარუსთავი 2

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკის ართვინის პროვინციის გუბერნატორს თურან ერგუნს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველო-თურქეთს შორის ურთიერთობები და მათი რეგიონული კონტექსტის ფარგლებში განხილულ იქნა აჭარისა და ართვინის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებისა და საზღვრისპირა ზოლის განვითარების საკითხები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის პერსპექტივებს. ამ კონტექსტში ზურაბ პატარაძემ ბათუმი-სარფის ახალი მაგისტრალის პროექტზე ისაუბრა, რომელიც საზღვართან გადაადგილებას გაამარტივებს და ტვირთბრუნვის ზრდას შეუწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ რეგიონული თანამშრომლობის ფარგლებში, ზურაბ პატარაძის პირველი ოფიციალური ვიზიტი სწორედ თურქეთის რესპუბლიკაში შედგა. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მეზობელ რეგიონთან მრავალწლიანი მეგობრობისა და პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონებს შორის ტურიზმის განვითარების დინამიკას, ახალ შესაძლებლობებს და ხალხთაშორისი ურთიერთობების განმტკიცებას. აღინიშნა, რომ ერთობლივი კულტურული, ჰუმანიტარული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება სამომავლოდაც კიდევ უფრო მასშტაბური ფორმატებით უნდა გაგრძელდეს.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა რეგიონების განვითარების ხელშეწყობისა და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, ასევე, საქართველოს გენერალური კონსული ტრაპიზონში ნიკოლოზ იაშვილი, ართვინის პროვინციის გუბერნატორის მოადგილეები და ქაჩქარის საბაჟოებისა და საგარეო ვაჭრობის რეგიონული სამმართველოს უფროსი ალფ გირაი ესწრებოდნენ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.