ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ვის გადაურბინა გზაზე ნანა ყეინიშვილმა?”– რომან გოცირიძე

საქართველოს ეროვნული ბანკისაქართველოს პარლამენტი

რომან გოცირიძის განცხადებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ ნანა ყეინიშვილს კრიპტოკომპანია "ბიტექსჩეინჯმა" უჩივლა. ეროვნულმა ბანკმა და პროკურატურამ განაცხადეს, რომ დაწყებულია გამოძიება ნანა ყეინიშვილის შესაძლო უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობაზე.

“ვის გადაურბინა გზაზე ნანა ყეინიშვილმა?”– რომან გოცირიძე
“ვის გადაურბინა გზაზე ნანა ყეინიშვილმა?”– რომან გოცირიძეალია

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე:

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ ნანა ყეინიშვილს უჩივლა ფულის გათეთრების გამო ეროვნული ბანკის მიერ დაჯარიმებულმა კრიპტოკომპანია “ბიტექსჩეინჯმა”-ნანა ყეინიშვილი მისი ოჯახის წევრების მეშვეობით მსგავსი ბიზნესითაა დაკავებული, რაც ინტერესთა კონფლიქტიაო.

სულ ფეხებზე არ ჰკიდია რომელიღაც კრიპტობირჟას სახელმწიფო მოხელის მიერ კანონის დარღვევა, მით უმეტეს-თავად კანონდამრღვევს? ახლა ყველა დაიწყებს ამ კრიპტოკომპანიის საქმიანობის შესწავლას, მის მიერ ფულის გათეთრების ფაქტების ამოქექვას. უნდოდა კი ასეთი საჯარო ცნობადობა, როცა იყო თავისთვის და ეწეოდა კრიპტოთი კანონიერ თუ უკანონო ვაჭრობას?

მაშ, რა მოხდა? ალბათ ის, რომ ჩაავლეს ყურებში ხელი და კიდევ უფრო მძიმე დარღვევების გამოვლენის მუქარით (რაც არ იქნება გასაკვირი კრიპტოთი ვაჭრობის პირობებში), აიძულეს ყეინიშვილი დაებეზღებინათ.

აქ მთავარი კითხვა ჩნდება-ვის გადაურბინა გზაზე ნანა ყეინიშვილმა? შეიძლება არც არავის-ეროვნულ ბანკში საბჭოს წევრის ადგილის გამოთავისუფლება უნდათ ვიღაცისთვის. ისე, იმასაც ამბობენ ბოროტი ენები, რომ მას მთლად გულზე არ ეხატებოდა ეროვნული ბანკის საქმიანობაო. თანაც სალომე ზურაბიშვილის წარდგენილი კადრი შესაძლოა პოლიტიკურად არასაიმედოდაც მიაჩნდეთ-ეროვნული ბანკის შიდა ამბებში ჩახედვა ბევრს არ გაუხარდება რა თქმა უნდა. “ოცნებაში” მიმდინარე შიდა რეპრესიების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხომ ნდობის დაკარგვას უკავშირდება.

ეროვნული ბანკის საბჭოს რიგითი წევრის პოსტი არის ბუტაფორია. მათ არავინ არაფერს ეკითხება და არ არის ისეთი თანამდებობა, რომ რაიმე გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. აქაც, როგორც ჩანს, შერჩევითი სამართლის პრინციპი მოქმედებს, თორემ რამდენი სახელმწიფო მაღალმოხელეა, რომლის ოჯახის წევრებიც ბიზნესწილებს ფლობენ?

და ბოლოს-ნანა ყეინიშვილს იმუნიტეტი იცავს: ვერც გადააყენებენ და პარლამენტის ნებართვის გარეშე ვერც იმუნიტეტს მოუხსნიან.

პარლამენტში მის მიერ წამოწეული საკითხის განხილვაღა აკლდა ამ მომჩივან „ბიტექსჩეინჯს“

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა და მთავარმა პროკურატურამ, გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ დაწყებულია გამოძიება, რომელიც იკვლევს ეროვნული ბანკის მმართველი საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვლის შესაძლო მონაწილეობას უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ეროვნული ბანკი საბჭოს სხდომებიდან ყეინიშვილის დროებით აცილებას განიხილავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები