ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი სახდეპის ანგარიშზე: როდესაც საქმე ეხება ობიექტურ შეფასებებს, რომელიც ეფუძნება თვლად კრიტერიუმებს და სამართლიან კრიტერიუმებს საქართველო ყოველთვის არის ხოლმე ლიდერი. ყოველი ასეთი ანგარიში ჩვენ კვლავ გვაფიქრებინებს იმ კოორდინირებულ დეზინფორმაციის კამპანიაზე, რომელსაც ბრიუსელი აფინანსებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო ობიექტურ შეფასებებში ლიდერია. მისი თქმით, მსგავსი კვლევები ამხელს ბრიუსელის მხრიდან დაფინანსებულ დეზინფორმაციის კამპანიას. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით უმაღლეს შეფასებას იღებს და პირველ კალათაში რჩება.

შალვა პაპუაშვილი სახდეპის ანგარიშზე: როდესაც საქმე ეხება ობიექტურ შეფასებებს, რომელიც ეფუძნება თვლად კრიტერიუმებს და სამართლიან კრიტერიუმებს საქართველო ყოველთვის არის ხოლმე ლიდერი. ყოველი ასეთი ანგარიში ჩვენ კვლავ გვაფიქრებინებს იმ კოორდინირებულ დეზინფორმაციის კამპანიაზე, რომელსაც ბრიუსელი აფინანსებს
შალვა პაპუაშვილი სახდეპის ანგარიშზე: როდესაც საქმე ეხება ობიექტურ შეფასებებს, რომელიც ეფუძნება თვლად კრიტერიუმებს და სამართლიან კრიტერიუმებს საქართველო ყოველთვის არის ხოლმე ლიდერი. ყოველი ასეთი ანგარიში ჩვენ კვლავ გვაფიქრებინებს იმ კოორდინირებულ დეზინფორმაციის კამპანიაზე, რომელსაც ბრიუსელი აფინანსებსიმედინიუსი

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ ბანალურ ჭეშმარიტებას, რომ როდესაც საქმე ეხება ობიექტურ შეფასებებს, რომელიც ეფუძნება თვლად კრიტერიუმებს და სამართლიან კრიტერიუმებს, საქართველო ყოველთვის არის ხოლმე ლიდერი და მათ შორის უსწრებს ევროკავშირის წევრებს. ეს ანგარიშიც ამის დასტურია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე საუბრისას.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ასეთი კვლევები ადასტურებს თუ რამდენად დეზინფორმაციულია ის კამპანია, რომელსაც ბრიუსელი საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებს.

„ყოველი ასეთი ანგარიში ჩვენ კვლავ გვაფიქრებინებს იმ კოორდინირებულ დეზინფორმაციის კამპანიაზე, რომელსაც ბრიუსელი აფინანსებს და თავადაც ახორციელებს იმისთვის, რომ ქართველი ხალხი გააშავოს, ქართველი ხალხი წარმოაჩინოს კაციჭამიებად და ქართველი ხალხი წარმოაჩინოს უღირს ხალხად. ამაში ხარჯავს დღეს ბრიუსელი ფულს, ამაში ხარჯავს პოლიტიკურ ინსტრუმენტებს იმისთვის, რომ მოხდეს ქართველი ხალხის გაშავება. მაგრამ ყოველ ჯერზე ასეთი კვლევები და ანგარიშები ამხელს ბრიუსელის მავნე მიზნებს და აჩვენებს სიმართლეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის კუთხით კვლავ უმაღლეს შეფასებას იღებს და უკვე მე-11 წელია ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყოველი ასეთი ანგარიში ჩვენ კვლავ გვაფიქრებინებს იმ კოორდინირებულ დეზინფორმაციის კამპანიაზე, რომელსაც ბრიუსელი აფინანსებს და თავადაც ახორციელებს იმისთვის, რომ ქართველი ხალხი გააშავოს, ქართველი ხალხი წარმოაჩინოს კაციჭამიებად და ქართველი ხალხი წარმოაჩინოს უღირს ხალხად. ამაში ხარჯავს დღეს ბრიუსელი ფულს, ამაში ხარჯავს პოლიტიკურ ინსტრუმენტებს იმისთვის, რომ მოხდეს ქართველი ხალხის გაშავება. მაგრამ ყოველ ჯერზე ასეთი კვლევები და ანგარიშები ამხელს ბრიუსელის მავნე მიზნებს და აჩვენებს სიმართლეს“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველო უკვე მე-11 წელია ტრეფიკინგთან ბრძოლაში პირველ კალათაშია - სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი წლიური ანგარიშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები