ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში აჩვენებს სიმართლეს და ამხელს ბრიუსელის მავნე მიზნებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, სადაც საქართველო ტრეფიკინგთან ბრძოლის ლიდერია, ადასტურებს ქვეყნის ობიექტურ წარმატებას. მისი თქმით, ეს ანგარიშები ამხელს ბრიუსელის მავნე მიზნებსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას.

შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში აჩვენებს სიმართლეს და ამხელს ბრიუსელის მავნე მიზნებს
შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში აჩვენებს სიმართლეს და ამხელს ბრიუსელის მავნე მიზნებსრუსთავი 2

"ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ ბანალურ ჭეშმარიტებას - როდესაც საქმე ეხება ობიექტურ შეფასებებს, რომელიც ეფუძნება რაიმე თვლად და სამართლიან კრიტერიუმებს, საქართველო ყოველთვის არის ლიდერი და მათ შორის უსწრებს-ხოლმე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. ეს ანგარიშიც ამის დასტურია", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მოწინავე პოზიციაზეა.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ყველა ასეთი ანგარიში წინა პლანზე წევს ევროკავშირის კამპანიას, რომლის მიზანიც ქართველი ხალხი გაშავებაა.

"როგორც კი ხდება ობიექტური შეფასება ევროკავშირის წევრების ნახევარზე წინ ვართ. აღარაფერი ვთქვათ კანდიდატ ქვეყნებზე. ამიტომ, ყოველი ასეთი ანგარიში კვლავ გვაფიქრებინებს იმ კოორდინირებულ დეზინფორმაციის კამპანიაზე, რომელსაც ბრიუსელი აფინანსებს და თავადაც ახორციელებს იმისთვის, რომ ქართველი ხალხი გააშავოს, წარმოაჩინოს კაციჭამიებად და უღირს ხალხად.

ამაში ხარჯავს ბრიუსელი დღეს ფულს, ამაში ხარჯავს თავის პოლიტიკურ ინსტრუმენტებს იმისთვის, რომ მოხდეს ქართველი ხალხის გაშავება, მაგრამ ყოველ ჯერზე ამგვარი კვლევები და ანგარიშები ამხელს ბრიუსელის, მისი ემისრების მავნე მიზნებს და აჩვენებს სიმართლეს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ ბანალურ ჭეშმარიტებას - როდესაც საქმე ეხება ობიექტურ შეფასებებს, რომელიც ეფუძნება რაიმე თვლად და სამართლიან კრიტერიუმებს, საქართველო ყოველთვის არის ლიდერი და მათ შორის უსწრებს-ხოლმე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. ეს ანგარიშიც ამის დასტურია“
„როგორც კი ხდება ობიექტური შეფასება ევროკავშირის წევრების ნახევარზე წინ ვართ. აღარაფერი ვთქვათ კანდიდატ ქვეყნებზე. ამიტომ, ყოველი ასეთი ანგარიში კვლავ გვაფიქრებინებს იმ კოორდინირებულ დეზინფორმაციის კამპანიაზე, რომელსაც ბრიუსელი აფინანსებს და თავადაც ახორციელებს იმისთვის, რომ ქართველი ხალხი გააშავოს, წარმოაჩინოს კაციჭამიებად და უღირს ხალხად. ამაში ხარჯავს ბრიუსელი დღეს ფულს, ამაში ხარჯავს თავის პოლიტიკურ ინსტრუმენტებს იმისთვის, რომ მოხდეს ქართველი ხალხის გაშავება, მაგრამ ყოველ ჯერზე ამგვარი კვლევები და ანგარიშები ამხელს ბრიუსელის, მისი ემისრების მავნე მიზნებს და აჩვენებს სიმართლეს“
შალვა პაპუაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, დღეს ბრიუსელი დაკავებულია პროპაგანდით და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვამხელთ ყოველდღიურად - მათ შორის ცივილიზაციური უფსკრულისკენ სვლაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები