ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

შალვა პაპუაშვილი – „ევრობარომეტრის“ კვლევა არის დასტური, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება პოლიტიკური დღის წესრიგის მძევალია, მართლები ვართ ჩვენ და მტყუანია ევრობიუროკრატია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ევრობარომეტრის“ კვლევაზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება პოლიტიკური დღის წესრიგის მძევალია. მისი თქმით, ობიექტური კრიტერიუმებით შეფასებისას საქართველო ლიდერია, ხოლო მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით ქვეყანა ევროპის ხუთეულშია.

შალვა პაპუაშვილი – „ევრობარომეტრის“ კვლევა არის დასტური, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება პოლიტიკური დღის წესრიგის მძევალია, მართლები ვართ ჩვენ და მტყუანია ევრობიუროკრატია
შალვა პაპუაშვილი – „ევრობარომეტრის“ კვლევა არის დასტური, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება პოლიტიკური დღის წესრიგის მძევალია, მართლები ვართ ჩვენ და მტყუანია ევრობიუროკრატიაპირველი არხი

ჩვენ, მთელი საზოგადოება ყოველ ჯერზე ვრწმუნდებით, რომ ობიექტური კრიტერიუმებით როგორც კი ხდება საქართველოს შეფასება, საქართველო არის ლიდერი, მათ შორის, ევროკავშირის წევრი ზოგიერთ ქვეყანასთან შედარებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა „ევრობარომეტრის“ კვლევაზე, რომლის მიხედვითაც, მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო 54.1%-ით ევროპის ქვეყნების ხუთეულშია.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, როგორც კი შეფასებაში ერევა პოლიტიკური დღის წესრიგი და მავნე მიზნები საქართველოსთან დაკავშირებით, მათი წარმოდგენით უცებ აღმოვჩნდებით მაჩანჩალები ხოლმე.

„ასე რომ, ეს არის რეალობა და ეს არის ის სარკე, რომელშიც უნდა ჩავახედოთ ევროპელი ბიუროკრატები. ეს არის პირდაპირი, ფაქტებით დასტური, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება პოლიტიკური დღის წესრიგის და მავნე პოლიტიკური დღის წესრიგის მძევალი. ასე რომ, კიდევ ერთი დასტურია, რომ მართლები ვართ ჩვენ და მტყუვნები არიან ევრობიუროკრატები“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ასე რომ, ეს არის რეალობა და ეს არის ის სარკე, რომელშიც უნდა ჩავახედოთ ევროპელი ბიუროკრატები. ეს არის პირდაპირი, ფაქტებით დასტური, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება პოლიტიკური დღის წესრიგის და მავნე პოლიტიკური დღის წესრიგის მძევალი. ასე რომ, კიდევ ერთი დასტურია, რომ მართლები ვართ ჩვენ და მტყუვნები არიან ევრობიუროკრატები“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.