ირაკლი კობახიძე: საშუალო ხელფასის ზრდა არის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულება და ამას ადასტურებს საქსტატის მონაცემები
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საშუალო ხელფასის ზრდა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მთავარი გამოხატულებაა, რასაც საქსტატის მონაცემებიც ადასტურებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, საქართველო მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს.

საშუალო ხელფასის ზრდა არის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულება და ამას ადასტურებს საქსტატის მონაცემები, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არის კარგი მონაცემები, წელს საშუალო ეკონომიკური ზრდა პირველი 8 თვის მონაცემებით, არის 7,6%, რაც არის შარშანდელ მაჩვენებელზე უფრო მაღალიც.
„ასევე მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონში, ზოგადად, შენელდა ეკონომიკური ზრდა და ამ პირობებში საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შარშანდელთან შედარებით უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდაც აქვს. ეს ყველაფერი არის ზუსტად ასეთი რეფორმების შედეგი. დღეს რკინიგზაზე ვისაუბრე, რამდენიმე დღის წინ ქალბატონი ვიცე-პრემიერის წარდგენისას მქონდა საუბარი ზოგადად ეკონომიკის სფეროში გასული წელიწადნახევრის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე, ზუსტად ასეთი ცვლილებები იწვევს იმას, რომ ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნეთ ეკონომიკური ზრდის ტემპი, არამედ კიდევ უფრო მეტად გაზრდასაც ვახერხებთ. ბუნებრივია, საშუალო ხელფასის ზრდა არის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულება და ამას ადასტურებს საქსტატის მონაცემები“, - განაცხადა პრემიერმა.
ციტატები სტატიიდან
„ასევე მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონში, ზოგადად, შენელდა ეკონომიკური ზრდა და ამ პირობებში საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შარშანდელთან შედარებით უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდაც აქვს. ეს ყველაფერი არის ზუსტად ასეთი რეფორმების შედეგი. დღეს რკინიგზაზე ვისაუბრე, რამდენიმე დღის წინ ქალბატონი ვიცე-პრემიერის წარდგენისას მქონდა საუბარი ზოგადად ეკონომიკის სფეროში გასული წელიწადნახევრის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე, ზუსტად ასეთი ცვლილებები იწვევს იმას, რომ ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნეთ ეკონომიკური ზრდის ტემპი, არამედ კიდევ უფრო მეტად გაზრდასაც ვახერხებთ. ბუნებრივია, საშუალო ხელფასის ზრდა არის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულება და ამას ადასტურებს საქსტატის მონაცემები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.