პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ზე - სამწუხაროა, რომ ყურადღება ახლო აღმოსავლეთზე გადაიტანეს და მათ უფრო მეტად ეხმარებიან - ამასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა გვაქვს

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან Patriot-ის მიწოდების შეფერხებას უკრაინელთა სიცოცხლე ეწირება და ყურადღების ახლო აღმოსავლეთზე გადატანასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვთ.

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ზე - სამწუხაროა, რომ ყურადღება ახლო აღმოსავლეთზე გადაიტანეს და მათ უფრო მეტად ეხმარებიან - ამასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა გვაქვს
ინტერპრესნიუსი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უცნაურია დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებული ვლადიმერ პუტინის ფოტო წარწერით: “ჩემი მეგობარი”.

„რა თქმა უნდა, ეს შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადასაწყვეტია, მაგრამ... უცნაურია. ის აგრესორი და მკვლელია. ვერ იქნება მეგობარი. უბრალოდ, ვერ იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ეს იგივეა, ვინმე ამბობდეს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ადოლფ ჰიტლერთან მეგობრობდა.

ამასთან, ზელენსკის თქმით, ამერიკული მხარე Patriot-ის სისტემების მიწოდებას აყოვნებს. ამასთან, მისი ინფორმაციით, უკრაინას ბალისტიკური რაკეტების შესაჩერებლად საჭირო ჩამჭრელი რაკეტების „ძალიან, ძალიან დიდი“ დეფიციტი აქვს და აშშ-ის მიერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდების შეფერხებას უკრაინელთა სიცოცხლეს ეწირება.

„სამწუხაროა, რომ ყურადღება ახლო აღმოსავლეთზე გადაიტანეს და მათ უფრო მეტად ეხმარებიან. სამწუხაროა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ უამრავი კითხვა გვაქვს. ამ რაკეტების დეფიციტი ადამიანების სიცოცხლის ფასად ჯდება”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან ასევე დაადასტურა, რომ აშშ-ის სატელიტური კომუნიკაციების სისტემა Starlink-ი - და მისი სამხედრო ვერსია Starshield-ი - უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ შეზღუდულია.

კითხვაზე, ვისი გადაწყვეტილება იყო ეს, ზელენსკიმ უპასუხა:

„ტექნიკურად - SpaceX-ის, პოლიტიკურად კი არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი. ეს ჰგავს პინგ-პონგს. ერთ მხარეს ვეკითხებით - ისინი ამბობენ, რომ მეორე მხარეა“.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკი: თავად ამერიკა იგდებს თავს მეტად უსიამოვნო მდგომარეობაში, პოლიტიკურად ეს ისე ჩანს, თითქოს ის იმავე კალაპოტში მოძრაობს, რაც პუტინს სურს - აიძულოს უკრაინა, წავიდეს არახელსაყრელ კომპრომისებზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები