"ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები" - პრემიერი
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში 7,4%-იანი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ზედა დონეზე კორუფციის დამარცხება გახდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკურ ზრდას კონკრეტული მიზეზები აქვს და ერთ-ერთ შექმნილი საერთო ეკონომიური გარემოა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საშუალო ზრდა 3 კვარტალის მონაცემებით 7,4%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ სავალუტო ფონდის წინასწარ პროგნოზს და ასევე, მსოფლიო ბანკის წინასწარ პროგნოზს მნიშვნელოვნად ვაჭარბებთ. პრემიერმა აღნიშნა, რომ წლის ბოლოსაც ეს პროგნოზი გადაჭარბებით შესრულდება.
„ამ ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები. ეს არის, პირველ რიგში, საერთო ეკონომიკური გარემო, რომელიც არის შექმნილი, ჩვენი სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, სათანადო საგადასახადო სისტემა და ბიუროკრატიის სიმარტივე. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ეკონომიკურ პროცესებს, მათ შორის ინვესტიციების განხორციელებას საქართველოში.
ასევე, ცალკე მინდა გამოვყო, განსაკუთრებით ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკური გუნდის ძალიან ეფექტური და ეფექტიანი მუშაობა. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ასევე ხელი შეუწყო მაღალი ტემპის შენარჩუნებას, არის კორუფციის დამარცხება ზედა დონეზე. ამ კუთხით გვქონდა გამოწვევები, თუმცა პრინციპულად გადავჭერით ეს საკითხი. შესაბამისად, მივიღეთ ის შედეგი, რომ შევინარჩუნეთ ეკონომიკური ზრდის იგივე ტემპი, რაც გვქონდა გასულ წელს, მაშინ, როდესაც თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ თუნდაც ჩვენს რეგიონს, ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, ყველგან არის ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირებული რეგიონული და გლობალური პროცესებიდან გამომდინარე და ამ ფონზე, ჩვენ მოვახერხეთ იგივე ტემპის შენარჩუნება.
კორუფციასთან ბრძოლა ამის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო“, - აღნიშნა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ამ ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები. ეს არის, პირველ რიგში, საერთო ეკონომიკური გარემო, რომელიც არის შექმნილი, ჩვენი სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, სათანადო საგადასახადო სისტემა და ბიუროკრატიის სიმარტივე. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ეკონომიკურ პროცესებს, მათ შორის ინვესტიციების განხორციელებას საქართველოში. ასევე, ცალკე მინდა გამოვყო, განსაკუთრებით ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკური გუნდის ძალიან ეფექტური და ეფექტიანი მუშაობა. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ასევე ხელი შეუწყო მაღალი ტემპის შენარჩუნებას, არის კორუფციის დამარცხება ზედა დონეზე. ამ კუთხით გვქონდა გამოწვევები, თუმცა პრინციპულად გადავჭერით ეს საკითხი. შესაბამისად, მივიღეთ ის შედეგი, რომ შევინარჩუნეთ ეკონომიკური ზრდის იგივე ტემპი, რაც გვქონდა გასულ წელს, მაშინ, როდესაც თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ თუნდაც ჩვენს რეგიონს, ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, ყველგან არის ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირებული რეგიონული და გლობალური პროცესებიდან გამომდინარე და ამ ფონზე, ჩვენ მოვახერხეთ იგივე ტემპის შენარჩუნება. კორუფციასთან ბრძოლა ამის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…