ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე: საშუალო ხელფასის ზრდა არის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულება და ამას ადასტურებს საქსტატის მონაცემები

საქსტატი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საშუალო ხელფასისა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები საქსტატის მონაცემებს ეფუძნება და რეგიონში შენელებული ზრდის ფონზე საქართველო მაღალ ტემპს ინარჩუნებს.

ირაკლი კობახიძე: საშუალო ხელფასის ზრდა არის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულება და ამას ადასტურებს საქსტატის მონაცემები
ირაკლი კობახიძე: საშუალო ხელფასის ზრდა არის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულება და ამას ადასტურებს საქსტატის მონაცემებირუსთავი 2

საშუალო ხელფასის ზრდა არის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულება და ამას ადასტურებს საქსტატის მონაცემები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არის კარგი მონაცემები, წელს საშუალო ეკონომიკური ზრდა პირველი 8 თვის მონაცემებით, არის 7,6%, რაც არის შარშანდელ მაჩვენებელზე უფრო მაღალიც.

"ასევე მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონში, ზოგადად, შენელდა ეკონომიკური ზრდა და ამ პირობებში საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შარშანდელთან შედარებით უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდაც აქვს. ეს ყველაფერი არის ზუსტად ასეთი რეფორმების შედეგი. დღეს რკინიგზაზე ვისაუბრე, რამდენიმე დღის წინ ქალბატონი ვიცე-პრემიერის წარდგენისას მქონდა საუბარი ზოგადად ეკონომიკის სფეროში გასული წელიწადნახევრის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე, ზუსტად ასეთი ცვლილებები იწვევს იმას, რომ ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნეთ ეკონომიკური ზრდის ტემპი, არამედ კიდევ უფრო მეტად გაზრდასაც ვახერხებთ. ბუნებრივია, საშუალო ხელფასის ზრდა არის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი გამოხატულება და ამას ადასტურებს საქსტატის მონაცემები", - განაცხადა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ირაკლი კობახიძე: 7 თვის მონაცემებით, ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7,9%, ვინარჩუნებთ ტემპს, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარების კუთხით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რომ შევძელით ხელისუფლების მაღალ ეშელონებში კორუფციის სრულად აღმოფხვრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები