პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბათუმში მოქმედი საკონსულოების წარმომადგენლებთან შეხვედრების ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ კონსულს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმში ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ კონსულს მოჰამად მოვაჰედს შეხვდა, სადაც ეკონომიკური თანამშრომლობა და ტურიზმის განვითარება განიხილეს.

ბათუმში მოქმედი საკონსულოების წარმომადგენლებთან შეხვედრების ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ კონსულს შეხვდა
რუსთავი 2

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში, ბათუმში მოქმედი საკონსულოების წარმომადგენლებთან შეხვედრების ფარგლებში, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან მოჰამად მოვაჰედთან.

შეხვედრაზე ქვეყნებს და რეგიონებს შორის არსებული ურთიერთობები, სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები და სხვა აქტუალური საკითხები განიხილეს. მოჰამად მოვაჰედმა აღნიშნა, რომ პირველი ოფიციალური შეხვედრა სწორედ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან გამართა.

ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა აბრეშუმის გზის მნიშვნელობას ხალხთა შორის ურთიერთობების გაძლიერებისა და სავაჭრო კავშირების გაღრმავების კონტექსტში, ისაუბრა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებასა და მეზობელ ქვეყნებში აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების და ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერების და რეგიონების განვითარების წინაპირობაა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოზურაბ პატარაძე ბათუმში აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზურაბ პატარაძე ბათუმში აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები