ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პაატას შესთავაზეს საპროცესო შეთანხმება, მაგრამ უარი განაცხადა – ალექსანდრე ბურჭულაძე

ალექსანდრე ბურჭულაძის განცხადებით, მამამისს, პაატა ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს, თუმცა მან უარი განაცხადა. მისი თქმით, პაატა ბურჭულაძე საპროცესო შეთანხმებას არ განიხილავს, სანამ 4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებული ყველა პირი ციხეს არ დატოვებს.

პაატას შესთავაზეს საპროცესო შეთანხმება, მაგრამ უარი განაცხადა – ალექსანდრე ბურჭულაძე
პაატას შესთავაზეს საპროცესო შეთანხმება, მაგრამ უარი განაცხადა – ალექსანდრე ბურჭულაძეალია

მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის შვილი, ალექსანდრე ბურჭულაძე:

პაატა პირველი დღიდან მოუწოდებდა აბსოლუტურად ყველას, ვინც იყვნენ დაკავებულები 4 ოქტომბრის აქციაზე, რომ გაეფორმებინათ საპროცესო შეთანხმება, და დაეღწიათ თავი ციხეს. მითუმეტეს, დღევანდელ დღეს, როდესაც უკვე 1 წელია ზის ყველა ის ადამიანია, რომლებიც უბრალოდ მონაწილეები იყვნენ 4 ოქტომბრის შეკრების, დაამტკიცეს მათ უკვე თავიანთი ერთგულება ქვეყნის მიმართ და პაატასი და ჩემი პოზიციაც ისაა, რომ ის ხალხი ბევრად უფრო საჭიროა გარეთ, ვიდრე ციხეში. თავად ამ ეტაპზე არც განიხილავს, მე რა ინფორმაციაც მაქვს, ჰქონდა უკვე შეთავაზება, დაახლოებთ ერთ თვეში უნდა დაეტოვებინა, მაგრამ უარი განაცხადა. იგივე პირობებზე იყოს საუბარი, როგორც ზოდელავას შემთხვევაში, წელიწადსა და ერთ თვეზე. იქიდან გამომდინარე, რომ პაატას პოზიცია არის მკაფიო და ძალიან ჩამოყალიბებული, სანამ ყველა ადამიანი არ დატოვებს ციხეს, ვინც იყო მისული 4 ოქტომბერს აქციაზე, იქამდე საპროცესო შეთანხმებას არ განიხილავს.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.