ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისმა აფხაზ სპორტსმენებს ტურნირში მონაწილეობა შეუზღუდა – სოხუმი

ქართული ოცნება

თურქეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე აფხაზეთის ახალგაზრდა ტანმოვარჯიშეებს აფხაზეთის დროშით გამოსვლის უფლება არ მისცეს. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის, კან ტანიას ცნობით, ქართული მხარის პროტესტი ორგანიზატორებმა გაითვალისწინეს, რაც მან ბავშვების წინააღმდეგ მიმართულ მტრულ დამოკიდებულებად შეაფასა.

თბილისმა აფხაზ სპორტსმენებს ტურნირში მონაწილეობა შეუზღუდა – სოხუმი
თბილისმა აფხაზ სპორტსმენებს ტურნირში მონაწილეობა შეუზღუდა – სოხუმინეტგაზეთი

თურქეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე აფხაზეთის ახალგაზრდა ტანმოვარჯიშეებს აფხაზეთის დროშით გამოსვლის უფლება არ მისცეს – ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის, კან ტანიას Telegram-არხი წერს.

არხის ცნობით, ტურნირზე აფხაზი სპორტსმენების მონაწილეობასთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ პროტესტი გამოთქვა, რომელიც ორგანიზატორებმა გაითვალისწინეს.

კან ტანია წერს, რომ სპორტსმენები შეჯიბრებისთვის წლების განმავლობაში ემზადებოდნენ და ტურნირზე აფხაზეთის წარმოჩენას გეგმავდნენ.

„ბავშვთა სპორტი პოლიტიკის მიღმა უნდა დარჩეს, თუმცა თბილისმა სხვაგვარად გადაწყვიტა“, – წერს ტანია.

მისივე შეფასებით, ეს შემთხვევა ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს მშვიდობიან თანაცხოვრებაზე, ნდობასა და სახალხო დიპლომატიაზე.

ტანია საქართველოს ხელისუფლების ქმედებას „ბავშვების წინააღმდეგ მიმართულ მტრულ დამოკიდებულებად“ აფასებს და წერს, რომ ახალგაზრდა სპორტსმენებსა და მწვრთნელებს აფხაზეთი ღირსეულად წარმოადგენინეს.

ინფორმაცია თავდაპირველად გავრცელდა Telegram-არხზე Kan Taniya Legatus.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბავშვთა სპორტი პოლიტიკის მიღმა უნდა დარჩეს, თუმცა თბილისმა სხვაგვარად გადაწყვიტა“
კან ტანია
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სოხუმი ქართულ მხარეს დომინოს ჩემპიონატის პოლიტიზებაში ადანაშაულებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები