ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სოხუმი ქართულ მხარეს დომინოს ჩემპიონატის პოლიტიზებაში ადანაშაულებს

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება თბილისს 2027 წლის დომინოს მსოფლიო ჩემპიონატის პოლიტიზებაში ადანაშაულებს, საქართველოს დომინოს ფედერაციის პრეზიდენტი ბადრი მანწკავა კი აცხადებს, რომ ფედერაცია ტურნირში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან აფხაზეთი საერთაშორისო ვებგვერდზე ცალკე წევრად ფიგურირებს.

სოხუმი ქართულ მხარეს დომინოს ჩემპიონატის პოლიტიზებაში ადანაშაულებს
სოხუმი ქართულ მხარეს დომინოს ჩემპიონატის პოლიტიზებაში ადანაშაულებსნეტგაზეთი

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველო საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში აფხაზი სპორტსმენების მონაწილეობას პოლიტიზებას ცდილობს. განცხადება უწყებამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც დომინოს საერთაშორისო ფედერაციამ 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის აფხაზეთში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებით, საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები ხალხებს შორის მეგობრული კავშირების განმტკიცებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

„სპორტი პოლიტიკური კონიუნქტურის მიღმა უნდა დარჩეს. თუმცა საქართველო არაერთხელ ცდილობს, საერთაშორისო ღონისძიებებში აფხაზი სპორტსმენების მონაწილეობა პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, მსგავსი მიდგომები საერთაშორისო სპორტული თანამშრომლობის სულისკვეთებასა და ჰუმანიტარული ურთიერთქმედების პრინციპებს ეწინააღმდეგება.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დომინოს მსოფლიო ჩემპიონატის 2027 წელს აფხაზეთში ჩატარების გადაწყვეტილება დომინოს საერთაშორისო ფედერაციის გენერალურმა ასამბლეამ 2026 წლის 8 ოქტომბერს ერთხმად მიიღო.

უწყების განცხადებით, ესპანეთში მიმდინარე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეებს აფხაზეთის შესახებ ვიდეორგოლი აჩვენეს. ამასთან, გაიმართა დომინოს საერთაშორისო ფედერაციის დროშის გადაცემის ცერემონია – ესპანეთმა დროშა დომინოს აფხაზეთის ფედერაციას, როგორც მომდევნო ჩემპიონატის მასპინძელ მხარეს, გადასცა.

საქართველოს დომინოს ფედერაციის პრეზიდენტის, ბადრი მანწკავას განცხადებით, ფედერაციამ დომინოს საერთაშორისო ფედერაციას წერილით მიმართა და განუმარტა, რომ აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა. მანწკავას თქმით, საქართველოს ფედერაცია მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას არ აპირებს, რადგან აფხაზეთი საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე ცალკე წევრად არის წარმოდგენილი.

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სპორტი პოლიტიკური კონიუნქტურის მიღმა უნდა დარჩეს. თუმცა საქართველო არაერთხელ ცდილობს, საერთაშორისო ღონისძიებებში აფხაზი სპორტსმენების მონაწილეობა პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?