პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კაია კალასი - ევროკავშირი უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის აძლიერებს - უკრაინას შეუძლია, ჩვენი მუდმივი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს

კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის აძლიერებს და 2027 წლისთვის 45 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას სთავაზობს.

კაია კალასი - ევროკავშირი უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის აძლიერებს - უკრაინას შეუძლია, ჩვენი მუდმივი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს
ინტერპრესნიუსი

ევროკავშირი უკრაინას მოახლოებული სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის აძლიერებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომდგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს ჩვენ უკრაინისთვის 2027 წლისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი სესხის შეთავაზებით გამოვედით. მაშინ, როცა რუსეთის ეკონომიკა იშლება, უკრაინას შეუძლია, ჩვენი მუდმივი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს”, - წერს კალასი.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის შეთავაზებით გამოდის, რომელიც 2027 წელს ქვეყნის ფინანსური საჭიროებების დაფარვას მოხმარდება. აქედან 25 მილიარდი ევრო სამხედრო საჭიროებებისთვის, ხოლო 20 მილიარდი ევრო - საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის არის გათვალისწინებული.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის შეთავაზებით გამოდისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები