სოხუმი: საქართველო აფხაზების საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას ხელს უშლის
სოხუმის დე ფაქტო საგარეო უწყების მტკიცებით, საქართველო თურქეთსა და ესპანეთში ორგანიზატორებზე ზეწოლით აფხაზი სპორტსმენების საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას ხელს უშლიდა.

ფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჟენევაში აფხაზურმა დელეგაციამ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მხარის მცდელობების შესახებ, ხელი შეეშალა აფხაზი სპორტსმენებისთვის საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობაში. საუბარია თურქეთში მხატვრულ ტანვარჯიშში გამართულ ტურნირსა და ესპანეთში დომინოს მსოფლიო ჩემპიონატზე. სოხუმის მტკიცებით, ქართული მხარე ზეწოლას ახდენდა აღნიშნული ღონისძიებების ორგანიზატორებზე.
აფხაზურმა მხარე საუბრობს “ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო და სპორტული ურთიერთობების პოლიტიზების დაუშვებლობაზე, ასევე ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების, დაცვის აუცილებლობაზე”.
ჟენევის დისკუსიების მომდევნო, 69-ე რაუნდის გამართვა 2027 წლის მარტში იგეგმება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…