ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

სეული უკრაინისგან ჩრდილოკორეელ ტყვეებზე ინფორმაციის გამჟღავნებისთვის ბოდიშს ითხოვს

სამხრეთ კორეა უკრაინისგან ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვეების გადაცემის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებისთვის ბოდიშს ითხოვს და აცხადებს, რომ უკრაინამ კონფიდენციალურობის შეთანხმება დაარღვია.

სეული უკრაინისგან ჩრდილოკორეელ ტყვეებზე ინფორმაციის გამჟღავნებისთვის ბოდიშს ითხოვს
სეული უკრაინისგან ჩრდილოკორეელ ტყვეებზე ინფორმაციის გამჟღავნებისთვის ბოდიშს ითხოვსტაბულა

სამხრეთ კორეა უკრაინისგან ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვეების გადაცემის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებისთვის ბოდიშს ითხოვს.

სეული აცხადებს, რომ უკრაინამ კონფიდენციალურობის შეთანხმება დაარღვია და მოგვიანებით მსგავსი შეთანხმების არსებობა საერთოდ უარყო.

"პრეზიდენტის ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს უკრაინის მიერ ინფორმაციის ცალმხრივად გამჟღავნების და გავრცელებული ცრუ განცხადების გამო, თითქოს, მხარეებს ინფორმაციის გაუთქმელობაზე შეთანხმება არ ჰქონიათ", - განაცხადა საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მდივანმა, სონგ გი-ჰონგმა.

სონგის თქმით, უკრაინას სეულთან არაერთხელ ჰქონდა განხილული სამხედრო ტყვეების გადაცემის საკითხი და მოთხოვნა იყო ამის კონფიდენციალურად შენარჩუნება.

სამხრეთ კორეა დამატებით ზომების მიღებას აპირებს და აცხადებს, რომ ამ საკითხმა ორ მთავრობას შორის ნდობა დააზიანა, ეს კი ორი ქვეყნის ურთიერთობაზე უარყოფითად იმოქმედებს.

გასულ კვირას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე განაცხადა, რომ უკრაინამ სამხრეთ კორეას ორი ტყვედ აყვანილი ჩრდილოკორეელი სამხედრო გადასცა.

მისი თქმით, ტყვეები სამხრეთ კორეაში ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც ისინი უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეს ბრძოლისას დაატყვევეს.

Reuters წერს, რომ მიმართეს სეულში უკრაინის საელჩოსაც, თუმცა კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, ლი ჯე-მიონგმა X-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ნათქვამია, რომ შესაძლო შედეგების გათვალისწინებით, ტყვეების გადაცემის შესახებ ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა "ყველა თვალსაზრისით სწორი იყო" და, რომ ორივე მხარე შეთანხმებული იყო საკითხის კონფიდენციალურად შენარჩუნებაზე.

"არ ვიცი, რა გარემოებებმა განაპირობა უკრაინული მხარის გადაწყვეტილება, მიუხედავად კონფიდენციალურობის შეთანხმებისა, ეს საკითხი გაემჟღავნებინა, მაგრამ ეს ნამდვილად ღრმა მწუხარებას იწვევს", - დაწერა მან.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პრეზიდენტის ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს უკრაინის მიერ ინფორმაციის ცალმხრივად გამჟღავნების და გავრცელებული ცრუ განცხადების გამო, თითქოს, მხარეებს ინფორმაციის გაუთქმელობაზე შეთანხმება არ ჰქონიათ“
სონგ გი-ჰონგი
„არ ვიცი, რა გარემოებებმა განაპირობა უკრაინული მხარის გადაწყვეტილება, მიუხედავად კონფიდენციალურობის შეთანხმებისა, ეს საკითხი გაემჟღავნებინა, მაგრამ ეს ნამდვილად ღრმა მწუხარებას იწვევს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.