ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მადრიდში საერთაშორისო გამოფენაში Fruit Attraction 9 ქართული კომპანია მონაწილეობდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მადრიდში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე Fruit Attraction გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით საქართველოს პავილიონი მოეწყო, სადაც 9 ქართული ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობდა.

მადრიდში საერთაშორისო გამოფენაში Fruit Attraction 9 ქართული კომპანია მონაწილეობდა
მადრიდში საერთაშორისო გამოფენაში Fruit Attraction 9 ქართული კომპანია მონაწილეობდაBM.GE

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ესპანეთის სამეფოში, ქ. მადრიდში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე Fruit Attraction საქართველოს პავილიონი მოეწყო.

ქართულ პავილიონში წარმოდგენილი იყო ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანიების: “ჯეო აგრო ისთეითი”, “ნიადაგი ჯგუფი“, “აგროლეინი”, ჯენტრი ინვესტმენტს”, "აგრითაჩი”, “კოლხური კენკრა”, “აგრო ველი”, “ნამიანი 1” და “ჯეო ორგანიკს” სტენდები.

გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანი და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე ჭკუასელი ესწრებოდნენ.

„საერთაშორისო გამოფენა Fruit Attraction ქართული წარმოების ლურჯი მოცვის საერთაშორისო ბაზრებზე წარმოჩენისა და ახალი სავაჭრო შესაძლებლობების შექმნისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ჩვენი მიზანია, ქართველ მწარმოებლებს შევუწყოთ ხელი საერთაშორისო ბაზრებზე საკუთარი პროდუქციის წარდგენასა და ახალი პარტნიორების მოძიებაში“, - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ავალიანმა.

ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ალექსანდრე ჭკუასელის განცხადებით, მნიშვნელოვანია ქართული კომპანიების გამოფენებში მონაწილეობა, რადგან ეს არის კარგი საშუალება, საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩინდეს ქართული პროდუქციის ხარისხი და საექსპორტო პოტენციალი. გამოფენა ახალი კონტაქტების დამყარების და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების კარგი შესაძლებლობაა. მისი განცხადებით, საელჩო მიესალმება და ხელს უწყობს მეწარმეებს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პავილიონს მოცვის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე მარიო სტეტა სტუმრობდა.

Fruit Attraction ხილისა და ბოსტნეულის სექტორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც ყოველწლიურად ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში იმართება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საერთაშორისო გამოფენა Fruit Attraction ქართული წარმოების ლურჯი მოცვის საერთაშორისო ბაზრებზე წარმოჩენისა და ახალი სავაჭრო შესაძლებლობების შექმნისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ჩვენი მიზანია, ქართველ მწარმოებლებს შევუწყოთ ხელი საერთაშორისო ბაზრებზე საკუთარი პროდუქციის წარდგენასა და ახალი პარტნიორების მოძიებაში“
გიორგი ავალიანი
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საქართველო, საერთაშორისო გამოფენაში - Anuga select India პირველად მონაწილეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები