რუსეთი ცდილობს, მსოფლიოსთვის ღია დარჩეს და ამავდროულად გააძლიეროს საკუთარი ეკონომიკური პოტენციალი, ამ მიზნის მისაღწევად ფუნდამენტურ რეფორმებს ვახორციელებთ - ვლადიმირ პუტინი
ჩინეთში დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა გაიმართა, სადაც პუტინის განცხადებით, რუსეთი მსოფლიოსთვის ღია რჩება და ეკონომიკური პოტენციალის გასაძლიერებლად რეფორმებს ახორციელებს.

ჩინეთში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა დასრულდა. თეთრი სახლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები საათზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა. სულ მალე კი უნდა დაიწყოს შეერთებული შტატებისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა.
შეხვედრა ქალაქ შენჟენში, APEC-ის სამიტის ფარგლებში შედგა. მოგვიანებით შედგება ტრამპის, სი ძინპინისა და პუტინის ისტორიაში პირველი სამმხრივი სამიტიც. ოფიციალური დღის წესრიგის მიხედვით, ლიდერები განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში - ირანში მიმდინარე ესკალაციას, ბირთვული შეიარაღების კონტროლს, ვაჭრობასა და ეკონომიკას - მათ შორის ამერიკაში იშვიათი ლითონების ექსპორტს - და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ გამოწვევებს.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთი სავაჭრო პარტნიორებს მიწოდების საიმედოობას, მაღალ ხარისხსა და სტაბილურობას სთავაზობს და საერთაშორისო თანამშრომლობისთვის ღიაობას ინარჩუნებს.
"ჩვენს სავაჭრო პარტნიორებს ყოველთვის შეუძლიათ, ჩვენი მხრიდან მიწოდების საიმედოობის, მაღალი ხარისხისა და სტაბილურობის იმედი ჰქონდეთ. რუსეთი ცდილობს, მსოფლიოსთვის ღია დარჩეს და ამავდროულად გააძლიეროს საკუთარი ეკონომიკური პოტენციალი. ამ მიზნის მისაღწევად ფუნდამენტურ რეფორმებს ვახორციელებთ. ვაძლიერებთ სამრეწველო ბაზას, ვავითარებთ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს და ვაკონტროლებთ ინფლაციას", - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…