სი ძინპინი - APEC-ის წევრი ქვეყნები ერთი გემით მცურავ მგზავრებს ჰგვანან - წყნარი ოკეანის ტალღებში ნავიგაციისთვის, ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ და ერთმანეთზე ვიზრუნოთ
ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის განცხადებით, APEC-ის წევრებმა ერთიანობა უნდა შეინარჩუნონ, რისთვისაც ჩინეთი გაერთიანების პრაქტიკული თანამშრომლობისთვის 20 მილიონ დოლარს გამოყოფს და კვლევით ცენტრს დააფუძნებს.

APEC-ის წევრი ქვეყნები ერთი გემით მცურავ მგზავრებს ჰგვანან, წყნარი ოკეანის ტალღებში ნავიგაციისთვის, ერთიანობა უნდა შევინარჩუნოთ და ერთმანეთზე ვიზრუნოთ, - ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობის მხარდამჭერი, ხელშემწყობი და მოწინავე ძალაა.
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი APEC-ის პრაქტიკული თანამშრომლობის მხარდასაჭერად 20 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს, ასევე შენჭენში დააარსებს კვლევით ცენტრს, რომელიც APEC-ის საკითხებზე იქნება ორიენტირებული.
„ძალისხმევა უნდა განხორციელდეს სხვადასხვა რეგიონული ეკონომიკური და სავაჭრო შეთანხმებების ჰარმონიზაციის, ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობისა და დიგიტალიზაციის ხელშეწყობისა და ვაჭრობისა და ინვესტიციების ბარიერების შემცირების მიმართულებით“, - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…