ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

ქართული აგროსასურსათო სექტორი ინდოეთში - ქვეყანა Anuga select India-ს გამოფენაზეა წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საქართველო პირველად მონაწილეობს ინდოეთში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე Anuga select India. აგროსასურსათო სექტორის წარმომადგენლები ვიზიტორებს ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს აცნობენ და მოცვს, თხილს, ნუშსა და ნატურალურ წვენებს აქვთ წარმოდგენილი.

ქართული აგროსასურსათო სექტორი ინდოეთში - ქვეყანა Anuga select India-ს გამოფენაზეა წარმოდგენილი
ქართული აგროსასურსათო სექტორი ინდოეთში - ქვეყანა Anuga select India-ს გამოფენაზეა წარმოდგენილირუსთავი 2

საერთაშორისო გამოფენა Anuga select India-ში საქართველო პირველად მონაწილეობს.

აგროსასურსათო სექტორის წარმომადგენლები ვიზიტორებს ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს აცნობენ. ადგილზე კომპანიებმა საკუთარი წარმოების მოცვი, თხილი, ნუში და ნატურალური წვენები წარმოადგინეს.

საერთაშორისო პლატფორმა საკვები და სასმელი პროდუქციის მწარმოებლებს, იმპორტიორებსა და დისტრიბუტორებს ერთ სივრცეში აერთიანებს. გამოფენაში საქართველო მონაწილეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იღებს.

პავილიონი ინდოეთში საქართველოს ელჩმაც დაათვალიერა. ვახტანგ ჯაოშვილი ქართული კომპანიების საექსპორტო შესაძლებლობებს გაეცნო და აქცენტი პარტნიორული ურთიერთობების მეტად გამყარებაზე გააკეთა.

სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით წელს საქართველოს პავილიონი უკვე წარმოდგენილი იყო 7 საერთაშორისო გამოფენაზე. წლის ბოლომდე გამოფენებში მონაწილეობა დაგეგმილია, ესპანეთსა და აშშ-ში.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.