“კობახიძე ბიძინას მომავალ სასამართლო პროცესზე წინსწრებით გამოვიდა ოქროს მოწმედ პრაქტიკულად” – თამო კეშელავა
ჟურნალისტი თამო კეშელავა ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კობახიძის სიტყვებით ქვეყანა ერთი ადამიანის სურვილებით იმართება, რაც ავტორიტარიზმსა და ჩრდილოვან მმართველობას წარმოადგენს.

ჟურნალისტი, თამო კეშელავა, ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და წერს:
კობახიძემ თქვა, ბიძინა ქართულ პოლიტიკაში პირველი პირიაო, პარტიის ლიდერიც ეგაა, ქართული პოლიტიკისაც და ქვეყნის ლიდერიც ეგააო და იქვე თქვა, ბიძინა რასაც უნდოდა იმას აკეთებსო, რა სურვილიც აქვს, ისე იქცეოდა ზუსტად და დღესაც ისე იქცევაო.
რისი სურვილიც აქვს, ეგაა მისთვის მთავარიო.
პრაქტიკულად, ბიძინას მომავალ სასამართლო პროცესზე წინსწრებით გამოვიდა ოქროს მოწმედ.
ჩვენც მაგას ვამბობთ, ირაკლი კი, ერთი კაცის “ხუშტურებით”, კაი, როგორც შენ იტყვი და სურვილებით, იმართება ქვეყანა!
ეგაა ზუსტად ავტორიტარიზმი, ჩრდილოვანი მმართველობაც ეგაა.
მადლობა, სიმართლისთვის.
ოღონდ, ამდენი ლიდერი და ლიდერი და ლიდერი რომ ეძახე ამ კაცს, ივანიშვილს, მოაყარე მადლს მარილი და თქვი ბარემ, ჰა, ცუდშია ძლიერი ლიდერი, თუ კარგში? ცუდ საქმეში ლიდერობს ძლიერად, თუ კარგში, შენი აზრით?
“ივანიშვილს რის სურვილიც ჰქონდა, ისე იმოქმედა და მოქმედებს” – კობახიძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.