პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ივანიშვილისგან ვიღებთ რჩევებს, საკითხებს ერთად განვიხილავთ - კობახიძე

ქართული ოცნება

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში აქტიურადაა ჩართული და მისგან რჩევებს ხშირად იღებენ, თუმცა გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად არ მიიღება.

ივანიშვილისგან ვიღებთ რჩევებს, საკითხებს ერთად განვიხილავთ - კობახიძე
ტაბულა

ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. კობახიძემ კვლავ გაიმეორა, რომ ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში აქტიურადაა ჩართული.

"ბიძინა ივანიშვილთან ძალიან ხშირი კომუნიკაცია მაქვს. დღესაც ვესაუბრე. ის საქართველოშია, როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში. ჩვენ [ბიძინა ივანიშვილისგან] ძალიან ხშირად ვიღებთ რჩევებს, საკითხებს ერთად განვიხილავთ. ის, როგორც ჩვენი გუნდის ლიდერი, პოლიტიკურ პროცესებში აქტიურადაა ჩართული.

ისევე როგორც მთლიანად მმართველი გუნდი, მისი ლიდერიც ქართველი ხალხის მიმართაა ანგარიშვალდებული. ისევე როგორც მთლიანად გუნდი, თითოეული ჩვენგანი, რა თქმა უნდა, გუნდის ლიდერიც მთლიანად იზიარებს პასუხისმგებლობას იმ პროცესებზე, რაც ქვეყანაში წარიმართება [...]

ბიძინა ივანიშვილი დღესაც უაქტიურეს პოლიტიკაშია. ის დღესაც ბოლომდეა ჩართული პროცესებში. მას ფორმალურ სახელისუფლებო თანამდებობაზე ყოფნის ინტერესი არასოდეს ჰქონია - მათ შორის, არც მაშინ, როცა ფორმალურ საჯარო თანამდებობას იკავებდა". - თქვა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ქართულ ოცნებაში გადაწყვეტილებებს ვინ იღებს, კობახიძემ უპასუხა, რომ "მთლიანად გუნდი".

"ყველა. ერთპიროვნულად გადაწყვეტილებები საერთოდ არ მიიღება. მთავრობაში არც მე ვიღებ ერთპიროვნულად რაიმე გადაწყვეტილებას და არც მთლიანად ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მათ შორის, არც ბიძინა ივანიშვილი არ იღებს - ჩვენთან არცერთი გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიიღება. ყველა გადაწყვეტილება მსჯელობას ეფუძნება. თუ საგანგებო მნიშვნელობის საკითხებია, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად ვიკრიბებით ხოლმე, ერთად ვმსჯელობთ და ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს". - ამბობს კობახიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიკობახიძემ ქვეყანაში წარმართულ პროცესებზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსაც დააკისრა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილზე - უაქტიურეს პოლიტიკაშია დღესაც, ბოლომდეა ჩართული პროცესებში - ძალიან ხშირი კომუნიკაცია მაქვს, მათ შორის დღესაც მქონდა
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“ივანიშვილს რის სურვილიც ჰქონდა, ისე იმოქმედა და მოქმედებს” – კობახიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები