ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“ივანიშვილს რის სურვილიც ჰქონდა, ისე იმოქმედა და მოქმედებს” – კობახიძე

ქართული ოცნება

ქართული ოცნების ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი უკვე არის პოლიტიკაში და პარტიის საპატიო თავმჯდომარის რანგში გადამწყვეტ როლს ასრულებს ქვეყნის უსაფრთხოებასა და განვითარებაში.

“ივანიშვილს რის სურვილიც ჰქონდა, ისე იმოქმედა და მოქმედებს” – კობახიძე
“ივანიშვილს რის სურვილიც ჰქონდა, ისე იმოქმედა და მოქმედებს” – კობახიძეალია

ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე:

„ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ის არის გუნდის ლიდერი, ის არის პოლიტიკაში. არსად არ ბრუნდება, ის უკვე პოლიტიკაშია. ის განმსაზღვრელ როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ქვეყანაში მშვიდობის დაცვაში, ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში. მე მისგან ვიცი, რომ მას აქვს სურვილი, ყველაფერი გაგრძელდე ისე, როგორც არის.

ბიძინა ივანიშვილი არის ჩართული პოლიტიკაში, როგორც ჩვენი გუნდის ლიდერი. მას აქვს გამოხატული საკუთარი ნება და ეს ნება ყველასთვის არის ცნობილი. პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერ-მინისტრად, თუმცა რის სურვილიც ჰქონდა, იმ სურვილის მიხედვით იმოქმედა და დღემდე მოქმედებს.

ის არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდს ჰყავს ძლიერი ლიდერი და ქვეყანას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას, მშვიდობას, ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებას“

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილზე - უაქტიურეს პოლიტიკაშია დღესაც, ბოლომდეა ჩართული პროცესებში - ძალიან ხშირი კომუნიკაცია მაქვს, მათ შორის დღესაც მქონდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები