პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სავარაუდო ძალადობა სამოქალაქო აქტივისტზე - რა ჩვენება მისცა სერგეი ყანჩელმა გამომძიებლებს

საქართველოს პროკურატურა

სამოქალაქო აქტივისტმა სერგეი ყანჩელმა პროკურატურის გამომძიებლებს დისტანციურად მისცა ჩვენება პოლიციელების მხრიდან სავარაუდო ძალადობისა და მუქარის შესახებ, რომელიც კუკიის სასაფლაოზე მოხდა. პროკურატურამ ფაქტზე გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით დაიწყო.

სავარაუდო ძალადობა სამოქალაქო აქტივისტზე - რა ჩვენება მისცა სერგეი ყანჩელმა გამომძიებლებს
TV პირველი

სერგი ყანჩელმა გამოძიებას სრული ინფორმაცია მიაწოდა პოლციიელების მხრიდან მასზე განხორციელებული სავარაუდო ძალადობის შესახებ - სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც გამომძიებლებს დისტანციურად ჩაერთო, ექვსი საათის განმავლობაში დეტალურად იხსენებდა კუკიის სასაფლაოზე მომხდარს.

ყანჩელმა გამოძებას უთხრა, რომ სამართალდაცველები სასაფლაოზე სექსუალური ძალადობით და საკუთარი საფლავის გათხრით ემუქრებოდნენ.

ადვოკატის თქმით, სამოქალაქო აქტივისტმა თითოეული პოლიციელი აღწერა და გამოძიებას ისიც უთხრა, რომ 6 სამართალდამცველიდან მხოლოდ ორს ეცვა "პოლიციის ჟილეტი.

სერგეიმ მიაწოდა საგამოძიებო ორგანოს მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, დაწყებული პოლიციელების მრიდან შეჩერების მომენტიდან დამთავრებული ბოლო კომუნიკაციით, შემდეგ უვკე რა ფორმით მივიდა და ვის მიერ მოხდა მისი მიყვანა სახლში. ამ ნაწილებთან დაკავშირებით სერგეიმ გამოძიებას ზუსტი ინფორმაცია მიაწოდა, მათ შორის თითოეულ იმ პოლიციელთან მიმართებაში, ვინც იყო ჩართული მის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ და ამორალურ ქმედებებში. აღწერა თითოეული მათგანი, მიუთითა, რომ შეუძლია თითოეული მათგანის ამოცნობა. მიუთითა მისი ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები, რაც არის თუნდაც თმის ფერი, თვალის ფერი და ა.შ. ასევე აღნიშნა, რომ ორ მათგანს ტატუირება ჰქონდა მკლავების არეში. სახელები და გვარები ბუნებრივია არ ვიცით. დიდი ალბათობით ესენი არიან კუკიის სასაფლაოს მიდებარედ არსებული პოლიციის განყოფილებაში დასაქმებული ოპერ-მუშაკები ან გამომძიებლები, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ქმეებები მოხდა მაქსიმუმ 300 მეტრში ამ ადმინისტრაციული შენობიდან. სერეგიმ ასევე მიუთითა რომ 6 პოლიციელიდან მხოლოდ ორს ეცვა ე.წ. პოლიციის ჟილეტი", - ამბობს ადვოკატი.

ყანჩელის განცხადებით, 27 სექტემბერს, სარბენად გასული, ექვსმა პოლიციელმა გააჩერა, სასაფლაოზე გადაიყვანა და დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა, იარაღით ემუქრებოდა და სექსუალურ ძალადობას აიძულებდა. ყანჩაველის თქმით, მომხდარის შემდეგ მან საქართველო დატოვა და ამჟამად უსაფრთხო ქვეყანაში იმყოფება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ სერგეი ყანჩელზე შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე , დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. TV პირველიოპოზიციურისერგეი ყანჩელის გამოკითხვა იწყება - ადვოკატებმა პროკურატურაში მიიტანეს ფოტოები, სადაც აქტივისტის სხეულზე დაზიანებებია აღბეჭდილი
  2. TV პირველიოპოზიციურისავარაუდო ძალადობა სამოქალაქო აქტივისტზე - ყანჩელის თქმით, პოლიციელებიდან უმეტესობა 25 წლამდე ასაკის იყო
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ვითხოვთ მოძალადე პოლიციელების დასჯას" - გენერალურ პროკურატურასთან სერგი ყანჩელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები