პრემიერი ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე - გვქონდა უფლება, მიგვემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, დანარჩენი არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა კონსტიტუციური პროცედურაა. მისი თქმით, ამის მთავარი საფუძველია ის, რომ აღნიშნული პარტიები თავისი არსით არაკონსტიტუციურები არიან და არ აღიარებენ საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას.

თუ ამა თუ იმ სუბიექტს, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიას მიაჩნია, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური, მას შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ნებისმიერ ქვეყანაში არის დადგენილი მსგავსი პროცედურა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სარჩელის მთავარი საფუძველი არის ის, რომ ეს პოლიტიკური პარტიები, თავისი არსით არიან არაკონსტიტუციური.
„როდესაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა არის ანტიკონსტიტუციური, ეს ნიშნავს, რომ მათ არც სამართლის ესმით რაიმე და არც პოლიტიკის. ნებისმიერ ქვეყანაში არის დადგენილი მსგავსი პროცედურა. თუ ამა თუ იმ სუბიექტს, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიას მიაჩნია, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური, მას შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს არის კონსტიტუციური პროცედურა და როგორ შეიძლება, კონსტიტუციური პროცედურა წარმოაჩინო არაკონსტიტუციურად. პროცედურა, რომელიც კონსტიტუციით არის დადგენილი. ჩვენ გვქონდა უფლება, მიგვემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, ეს უფლება არის დადგენილი კონსტიტუციით, გამოვიყენეთ ეს უფლება, დანარჩენი არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტი. მთავარი საფუძველი არის ის, რომ ეს პოლიტიკური პარტიები, თავისი არსით არიან არაკონსტიტუციური. ამაზე მეტყველებს მათი პოლიტიკური წარსული, 2012 წლამდე, 2012 წლის შემდეგ და მათი პოლიტიკური დღევანდელობა. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ის, რომ ისინი არ აღიარებენ საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, რაც არის მათი არაკონსტიტუციურად გამოცხადების ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველი“, - განაცხადა პრემიერმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.