პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერი: "გახარია საქართველოსთვის" დღემდე არ აღიარებს კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას, მათი საქმიანობის სულისკვეთება არაფრით განსხვავდება შესაბამისი პოლიტიკური პარტიებისაგან, ჩვენი აზრით უალტერნატივო იყო სარჩელში ამ პარტიის დამატებაც

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიების მიმართ საკონსტიტუციო სარჩელში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დამატება უალტერნატივო იყო, რადგან ისინი დღემდე არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებასა და ხელისუფლების ლეგიტიმაციას.

პრემიერი: "გახარია საქართველოსთვის" დღემდე არ აღიარებს კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას, მათი საქმიანობის სულისკვეთება არაფრით განსხვავდება შესაბამისი პოლიტიკური პარტიებისაგან, ჩვენი აზრით უალტერნატივო იყო სარჩელში ამ პარტიის დამატებაც
რუსთავი 2

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარტიების მიმართ საკონსტიტუციო სარჩელში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დამატებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მათ ჰქონდათ დრო იმისთვის, რომ ეღიარებინათ კონსტიტუციური წყობილება.

"მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა, დღემდე ისინი არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას, არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას. ასეთ პირობებში არაფრით არ განსხვავდება ამ პოლიტიკური პარტიის საქმიანობის სულისკვეთება იმ საქმიანობის სულისკვეთებისგან, რომელსაც აწარმოებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები. აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით უალტერნატივო იყო ამ სარჩელში ამ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დამატებაც.

ჩვენ მივეცით დრო ამ პარტიას, იმისთვის, რომ ეღიარებინათ კონსტიტუციური წყობილება. გავიდა მთელი სესია, მათ არ აღიარეს და დაუპირისპირდნენ კონსტიტუციურ წყობილებას. მათი მრავალი განცხადება ამ შინაარსისაა. ისინი არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას. დანარჩენი წარმოდგენილია სარჩელში, პროცესებიც იქნება საჯარო. ჩვენი არგუმენტები იქნება სასამართლოს და საზოგადოების წინაშე. ვერ გეტყვით, როდის დასრულდება. მაქსიმალური ვადა არის 9 თვე, ჩვენი სურვილია, რომ 9 თვე არ გაგრძელდეს. სასამართლო როგორც გადაწყვეტს, ეს მისი საქმეა", - განაცხადა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიირაკლი კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე - მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას - ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან
  2. პირველი არხისამთავრობოირაკლი კობახიძე – „გახარია საქართველოსთვის“ დღემდე არ აღიარებს კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას, აქედან გამომდინარე, უალტერნატივო იყო სარჩელში ამ პარტიის დამატებაც
  3. POSTVსამთავრობოირაკლი კობახიძე: „გახარია საქართველოსთვის“ დღემდე არ აღიარებს კონსტიტუციურ წყობილებას, არ აღიარებენ
  4. ალიაოპოზიციური“არ გვაღიარებენ” – რა გახდა გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნის მიზეზი?
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერი ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე - გვქონდა უფლება, მიგვემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, დანარჩენი არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები