ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ირაკლი კობახიძე: თუ ამა თუ იმ სუბიექტს, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიას მიაჩნია, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური, მას შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ნებისმიერ ქვეყანაში არის დადგენილი მსგავსი პროცედურა

საკონსტიტუციო სასამართლო

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისთვის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა კონსტიტუციური პროცედურაა. მისი თქმით, ამის მთავარი საფუძველი ის არის, რომ ეს პარტიები თავისი არსით არაკონსტიტუციურნი არიან და არ აღიარებენ საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას.

ირაკლი კობახიძე: თუ ამა თუ იმ სუბიექტს, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიას მიაჩნია, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური, მას შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ნებისმიერ ქვეყანაში არის დადგენილი მსგავსი პროცედურა
ირაკლი კობახიძე: თუ ამა თუ იმ სუბიექტს, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიას მიაჩნია, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური, მას შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ნებისმიერ ქვეყანაში არის დადგენილი მსგავსი პროცედურაიმედინიუსი

თუ ამა თუ იმ სუბიექტს, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიას მიაჩნია, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური, მას შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ნებისმიერ ქვეყანაში არის დადგენილი მსგავსი პროცედურა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, სარჩელის მთავარი საფუძველი არის ის, რომ ეს პოლიტიკური პარტიები, თავისი არსით არიან არაკონსტიტუციური.

„როდესაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა არის ანტიკონსტიტუციური, ეს ნიშნავს, რომ მათ არც სამართლის ესმით რაიმე და არც პოლიტიკის. ნებისმიერ ქვეყანაში არის დადგენილი მსგავსი პროცედურა. თუ ამა თუ იმ სუბიექტს, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიას მიაჩნია, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური, მას შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საბოლოოდ, საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს არის კონსტიტუციური პროცედურა და როგორ შეიძლება, კონსტიტუციური პროცედურა წარმოაჩინო არაკონსტიტუციურად. პროცედურა, რომელიც კონსტიტუციით არის დადგენილი. ჩვენ გვქონდა უფლება, მიგვემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, ეს უფლება არის დადგენილი კონსტიტუციით, გამოვიყენეთ ეს უფლება, დანარჩენი არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტი. მთავარი საფუძველი არის ის, რომ ეს პოლიტიკური პარტიები, თავისი არსით არიან არაკონსტიტუციური. ამაზე მეტყველებს მათი პოლიტიკური წარსული, 2012 წლამდე, 2012 წლის შემდეგ და მათი პოლიტიკური დღევანდელობა. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ის, რომ ისინი არ აღიარებენ საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, რაც არის მათი არაკონსტიტუციურად გამოცხადების ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველი“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.