ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

საქართველოს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანს შეხვდა

კულტურის სამინისტრო

საქართველოს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, ერთობლივი ინიციატივები და საქართველოში სომხეთის კულტურის დღეების აღნიშვნა.

საქართველოს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანს შეხვდა
საქართველოს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანს შეხვდარუსთავი 2

საქართველოს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება დაეთმო ერთობლივ ინიციატივებს თეატრის, კინემატოგრაფიის, სახვითი ხელოვნების და სამუზეუმო საქმის მიმართულებებით.

საუბარი შეეხო საქართველოში სომხეთის კულტურის დღეების აღნიშვნის მნიშვნელობას, რომლის ფარგლებშიც თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სომხეთის ეროვნული ფილარმონიული ორკესტრის კონცერტი გაიმართება, ხოლო დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ერვანდ ქოჩარის ნამუშევრების გამოფენა "ქოჩარი - მრავალგანზომილებიანი გენიოსი" გაიხსნება.

კოლეგა მინისტრმა მაია ბითაძე სომხეთის რესპუბლიკაში საპასუხო ვიზიტით მიიწვია.

კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სმბათიანი, მინისტრის მოადგილე ალფრედ ქოჩარიანი და საელჩოს მრჩეველი ვლადიმირ პოღოსიანი ესწრებოდნენ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.