პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სომხეთის კულტურის დღეებისთვის საქართველოს სომხეთის კულტურის მინისტრი ეწვია

სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი დელეგაციასთან ერთად თბილისს ეწვია. ვიზიტი სომხეთის კულტურის დღეებსა და ქვეყნის დამოუკიდებლობის 35 წლისთავს ეძღვნება, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა კულტურული ღონისძიება და ორმხრივი შეხვედრებია დაგეგმილი.

სომხეთის კულტურის დღეებისთვის საქართველოს სომხეთის კულტურის მინისტრი ეწვია
სომხეთის კულტურის დღეებისთვის საქართველოს სომხეთის კულტურის მინისტრი ეწვიანეტგაზეთი

სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი 7 ოქტომბერს დელეგაციასთან ერთად თბილისში სამუშაო ვიზიტით ეწვია. დელეგაცია საქართველოში სომხეთის კულტურის დღეებში მიიღებს მონაწილეობას.

სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში დაგეგმილი კულტურის დღეები სომხეთის დამოუკიდებლობის 35 წლისთავს ეძღვნება.

დელეგაციაში ასევე იმყოფება სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალფრედ ქოჩარიანი.

კულტურის დღეების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, სომხეთის ეროვნული ფილარმონიული ორკესტრის კონცერტი და ცნობილი სომეხი მხატვრის, ერვანდ კოჩარის ნამუშევრების გამოფენის გახსნა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები და ვიზიტები, რომელთა მიზანი “სომხეთ-საქართველოს კულტურული კავშირების გაძლიერება და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარებაა”.

ინფორმაციას ავრცელებს სომხური სააგენტო Armenpress, სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროზე დაყრდნობით.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები