ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სომხეთის კულტურის დღეები გაიხსნა

კულტურის სამინისტრო

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სომხეთის რესპუბლიკის კულტურის დღეები გაიხსნა, რომელიც სომხეთის ეროვნული ფილარმონიული ორკესტრის კონცერტით წარიმართა.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სომხეთის კულტურის დღეები გაიხსნა
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სომხეთის კულტურის დღეები გაიხსნარუსთავი 2

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სომხეთის რესპუბლიკის კულტურის დღეები სომხეთის ეროვნული ფილარმონიული ორკესტრის კონცერტით გაიხსნა.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავამ, სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ჟანა ანდრეასიანმა და სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აშოტ სმბათიანმა.

„საქართველოსა და სომხეთს აერთიანებს საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული მეგობრობა, ფასეულობები და საერთო კულტურული ფესვები. ჩვენს ქვეყნებს შორის ყოველთვის არსებობდა მდიდარი კულტურული ურთიერთგაცვლა, განსაკუთრებით ხელოვნებისა და მუსიკის სფეროში. სწორედ ამ მრავალწლიანი ტრადიციის გაგრძელებაა დღევანდელი ღონისძიებაც.

საქართველოს კულტურის სამინისტრო მზადაა, გააგრძელოს და გააღრმაოს პარტნიორობა სომხეთის შესაბამის უწყებებთან, მუსიკის, თეატრის, კინოს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და სხვა მიმართულებებით“, - განაცხადა საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავამ სიტყვით გამოსვლის დროს.

კონცერტზე სომხეთის ეროვნულმა ფილარმონიულმა ორკესტრმა, სამხატვრო ხელმძღვანელისა და მთავარი დირიჟორის, ედუარდ თოფჩიანის ხელმძღვანელობითა და ვიოლონჩელისტ ნარეკ ჰახნაზარიანის მონაწილეობით, მსმენელს ზაქარია ფალიაშვილის, ანტონინ დვორჟაკისა და არამ ხაჩატურიანის ნაწარმოებები წარუდგინა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, სამინისტროს წარმომადგენლები, სომხეთის დელეგაციის წევრები, სომხური დიასპორის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველოსა და სომხეთს აერთიანებს საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული მეგობრობა, ფასეულობები და საერთო კულტურული ფესვები. ჩვენს ქვეყნებს შორის ყოველთვის არსებობდა მდიდარი კულტურული ურთიერთგაცვლა, განსაკუთრებით ხელოვნებისა და მუსიკის სფეროში. სწორედ ამ მრავალწლიანი ტრადიციის გაგრძელებაა დღევანდელი ღონისძიებაც. საქართველოს კულტურის სამინისტრო მზადაა, გააგრძელოს და გააღრმაოს პარტნიორობა სომხეთის შესაბამის უწყებებთან, მუსიკის, თეატრის, კინოს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და სხვა მიმართულებებით“
ნათია შამათავა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.