პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა გასულ ღამეს ერთ-ერთი ყველაზე საძაგელი დარტყმა განახორციელა, რომლის სამიზნე ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმა განახორციელა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. მისი თქმით, უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა გასულ ღამეს ერთ-ერთი ყველაზე საძაგელი დარტყმა განახორციელა, რომლის სამიზნე ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაა
ინტერპრესნიუსი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, რუსეთმა გასულ ღამეს ერთ - ერთი ყველაზე საძაგელი დარტყმა განახორციელა, რომლის სამიზნე ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას „გარდიანი“ ავრცელებს.

ზელენსკის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში პრილუკის, დნიპროს, კრემენჩიკის, ზაპორიჟიას და კიევის დაბომბვის შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 34-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

„ეს იყო დაბადების დღის საჩუქარი პუტინისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რუსეთის ბალისტიკური რაკეტები უდიდეს გამოწვევად რჩება.

„საჰაერო თავდაცვის პაკეტი ჩვენთვის ახლა უკიდურესი მნიშვნელობისაა. სწორედ ამიტომ, ყოველდღიურად ვეძებთ რაკეტებს Patriot-ის სისტემებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ და აუცილებლად უნდა დაიცვან ადამიანთა სიცოცხლე აქ, უკრაინაში“, -განაცხადა ზელენსკიმ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ეს იყო დაბადების დღის საჩუქარი პუტინისთვის“
„საჰაერო თავდაცვის პაკეტი ჩვენთვის ახლა უკიდურესი მნიშვნელობისაა. სწორედ ამიტომ, ყოველდღიურად ვეძებთ რაკეტებს Patriot-ის სისტემებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ და აუცილებლად უნდა დაიცვან ადამიანთა სიცოცხლე აქ, უკრაინაში“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაზე თავდასხმაზე - ბალისტიკური რაკეტების ნაწილი ჩამოვაგდეთ, თუმცა, იყო დარტყმებიც - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთის გათვლა ბალისტიკურ რაკეტებსა და დრონებით ტერორზე არ გამართლდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები