ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაზე თავდასხმაზე - ბალისტიკური რაკეტების ნაწილი ჩამოვაგდეთ, თუმცა, იყო დარტყმებიც - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთის გათვლა ბალისტიკურ რაკეტებსა და დრონებით ტერორზე არ გამართლდეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა 190-მდე დრონისა და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით, რომლის მთავარი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 5 და დაშავდა 14 ადამიანი. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის ახალი პაკეტებისთვის და აღნიშნა, რომ რუსეთის ტერორის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება.

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაზე თავდასხმაზე - ბალისტიკური რაკეტების ნაწილი ჩამოვაგდეთ, თუმცა, იყო დარტყმებიც - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთის გათვლა ბალისტიკურ რაკეტებსა და დრონებით ტერორზე არ გამართლდეს
ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაზე თავდასხმაზე - ბალისტიკური რაკეტების ნაწილი ჩამოვაგდეთ, თუმცა, იყო დარტყმებიც - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთის გათვლა ბალისტიკურ რაკეტებსა და დრონებით ტერორზე არ გამართლდესინტერპრესნიუსი

ეს რთული თავდასხმა იყო - 190-მდე დრონითა და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით. მთავარი სამიზნე დედაქალაქსა და კიევის ოლქში არსებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. მიმდინარეობს მუშაობა ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების აღსადგენად. დრონი ივანკოვიჩში მდებარე სასურსათო სუპერმარკეტს დაეცა; მაშველები ხანძარს აქრობენ. დარტყმები განხორციელდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიევის, ჟიტომირის, მიკოლაივის, კიროვოგრადისა და რივნეს ოლქებში. დაზიანებები აღინიშნა ოდესის, სუმის, ხარკოვის, ხერსონისა და ჩერკასის ოლქებშიც. ზელენსკის თქმით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დარტყმების შედეგად დაშავდა თოთხმეტი ადამიანი და დაიღუპა - ხუთი, მათ შორის - ბავშვი.

„ჩვენმა დამცველებმა ბალისტიკური რაკეტების ნაწილის ჩამოგდება შეძლეს, თუმცა, სამწუხაროდ, იყო დარტყმებიც. ბოლო დღეებში მივიღეთ საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერის ახალი პაკეტები - მადლობას ვუხდი პარტნიორებს რაკეტებისთვის და ყველას, ვინც ასრულებს შეთანხმებებს და აძლიერებს ჩვენი ცის დაცვას. სწორედ ასე უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. თითოეული ჩამჭრელი რაკეტა მართლაც სიცოცხლეს იხსნის. რაც უფრო ვუახლოვდებით ზამთარს, მით უფრო მეტად გვჭირდება დაცვის ეს საშუალებები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რუსეთის გათვლა ბალისტიკურ რაკეტებსა და დრონებით ტერორზე არ გამართლდეს. მადლობა ყველას, ვინც უკრაინის გვერდით დგას”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.