ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პენიტენციური: ლაშა ჩაჩანიძემ თავად მოაწყო პროვოკაცია, გვაქვს ჩანაწერები

იუსტიციის სამინისტრო

სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს მსჯავრდებულ ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატის განცხადებას ფიზიკური ძალადობის შესახებ და აცხადებს, რომ მსჯავრდებულმა თვითონ მოაწყო პროვოკაცია, ჩაამტვრია ფანჯრის მინა და მიიყენა თვითდაზიანებები.

პენიტენციური: ლაშა ჩაჩანიძემ თავად მოაწყო პროვოკაცია, გვაქვს ჩანაწერები
პენიტენციური: ლაშა ჩაჩანიძემ თავად მოაწყო პროვოკაცია, გვაქვს ჩანაწერებიTV პირველი

სპეციალური პენიტენციური სამსახური "სრულ სიცრუეს" უწოდებს მსჯავრდებულ ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში დაწესებულების თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

პენიტენციური სამსახური გამორიცხავს მსჯავრდებულზე ძალადობას და ამტკიცებს, რომ "მსჯავრდებული ჩაჩანიძე №6 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში გამოირჩეოდა პროვოკაციული ქმედებებით, სისტემატურად არღვევდა პენიტენციური დაწესებულების სარეჟიმო მოთხოვნებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დაწესებულების მოსამსახურეებს, რაც მაღალი რისკის მსჯავრდებულების მხრიდან საკმაოდ ხშირი შემთხვევაა".

მსჯავრდებულ ჩაჩანიძის მხრიდან განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები არაერთხელ არის ასახული პენიტენციური დაწესებულების სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერებში.

ერთ-ერთი ასეთი პროვოკაციული ქმედება მან 2026 წლის 2 ოქტომბერს, 23:21 საათზე განახორციელა, როდესაც საკნის ფანჯრის მინა ჩაამტვრია და სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა. აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით მსჯავრდებულს რაიმე განმარტება არ გაუკეთებია. მას დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ დაუყოვნებლივ გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

მომხდარი ფაქტის შესახებ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაუყოვნებლივ აცნობა შესაბამის საგამოძიებო უწყებას, უზრუნველყო შესაბამისი მასალის დაარქივება და საგამოძიებო ორგანოსთვის გადაცემა.

ზემოაღნიშნული ფაქტისა და უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიებების გათვალისწინებით, მსჯავრდებული ლაშა ჩაჩანიძე სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი. შესაბამისად, მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულს დაზიანებები ციხის თანამშრომლებმა მიაყენეს, რეალობას არ შეესაბამება"- აცხადებს პენიტენციური.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოსპეციალური პენიტენციური სამსახური სრულ სიცრუეს უწოდებს მსჯავრდებულ ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფს №6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპენიტენციური სამსახური „სრულ სიცრუეს“ უწოდებს მსჯავრდებულ ლაშა ჩაჩანიძის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, პატიმარს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დღეს გამოკითხავენ პატიმარს, რომელიც ამტკიცებს, რომ ციხეში ხელკეტებით სცემესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები