პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთში ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალების შემთხვევაზე ვლადიმერ პუტინთან ძალიან მალე ისაუბრებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, იგი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან რუსეთში ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალების საქმეზე საუბარს გეგმავს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ირკუტსკის ოლქში პნევმონიური ჭირის სავარაუდო ფატალურ შემთხვევას აკვირდება.

დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთში ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალების შემთხვევაზე ვლადიმერ პუტინთან ძალიან მალე ისაუბრებს
ინტერპრესნიუსი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთში შავი ჭირის კვლევის ინსტიტუტში ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარს გეგმავს.

თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბარი “ძალიან მალე” შედგება. ამასთან, კითხვაზე, თუ რას აცხადებდნენ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, ტრამპმა უპასუხა:

„ამ ეტაპზე ძალიან სიღრმისეულ განხილვებს ვაწარმოებთ. ამის შესახებ ინფორმაციის მოწოდებას, სავარაუდოდ, ხვალ შევძლებთ“.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) ოთხშაბათს განაცხადა, რომ ფლობს ინფორმაციას რუსეთის ირკუტსკის ოლქში პნევმონიური ჭირის სავარაუდო შემთხვევის შესახებ, რომელსაც ფატალური შედეგი მოჰყვა, და სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. უწყების განცხადებით, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებული გარემოებები ჯერ არ დადასტურებულა. ამასთან, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განმარტებით, „ამ ეტაპზე არ არსებობს იმის ნიშნები, რომ საფრთხე ემუქრება შეერთებულ შტატებს“, თუმცა უწყება და მისი პარტნიორები სხვადასხვა უწყებიდან მზად არიან და სიტუაციაზე დაკვირვებას განაგრძობენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. BM.GEოპოზიციურიტრამპის თქმით, აშშ რუსეთს დაეხმარება შავი ჭირის კვლევით ინსტიტუტში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით
  2. იმედინიუსისამთავრობოდონალდ ტრამპი: აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთში ფილტვის შავი ჭირის შესაძლო შემთხვევას და მზადაა დასახმარებლად
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ემუქრება თუ არა მსოფლიოს შავი ჭირის ეპიდემია - შესაძლო ეპიდემიური საფრთხის გამო, ვაშინგტონი საკუთარ მოქალაქეებს რუსეთში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები