პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტრამპის თქმით, აშშ რუსეთს დაეხმარება შავი ჭირის კვლევით ინსტიტუტში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთს დაეხმარება ციმბირში, ჭირის კვლევის ინსტიტუტში თანამშრომლის გარდაცვალებისა და კარანტინის დაწესების საქმეში.

ტრამპის თქმით, აშშ რუსეთს დაეხმარება შავი ჭირის კვლევით ინსტიტუტში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით
ტრამპის თქმით, აშშ რუსეთს დაეხმარება შავი ჭირის კვლევით ინსტიტუტში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებითBM.GE

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს, თეთრ სახლში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთს დაეხმარება მას შემდეგ, რაც ციმბირში, ჭირის კვლევის ინსტიტუტში, ლაბორატორიის თანამშრომელი გარდაიცვალა.

ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ აღნიშნული შემთხვევა „რუსეთისთვის დიდი პრობლემაა“.

ციმბირში, ჭირის კვლევის ინსტიტუტში მომუშავე ლაბორატორიის თანამშრომელი გაურკვეველ ვითარებაში შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, რის გამოც ხელისუფლებამ ათეულობით ადამიანი კარანტინში მოათავსა.

ამ სიკვდილმა სოციალურ ქსელებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით შეშფოთება გამოიწვია, თუმცა რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

„რა თქმა უნდა, არ მსიამოვნებს, რომ მათ ასეთი რამ დაემართათ. ეს მძიმე დაავადებაა“, - თქვა ტრამპმა.

მისი თქმით, აშშ ყველაფერს გააკეთებს, რაც შეუძლია, რათა რუსეთს დაეხმაროს.

„ჩვენ დავეხმარებით. ვინც არ უნდა იყოს და როგორი პრობლემაც არ უნდა ჰქონდეს, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დასახმარებლად",- აღნიშნა მან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოდონალდ ტრამპი: აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთში ფილტვის შავი ჭირის შესაძლო შემთხვევას და მზადაა დასახმარებლად
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიდონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთში ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალების შემთხვევაზე ვლადიმერ პუტინთან ძალიან მალე ისაუბრებს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რა თქმა უნდა, არ მსიამოვნებს, რომ მათ ასეთი რამ დაემართათ. ეს მძიმე დაავადებაა“
„ჩვენ დავეხმარებით. ვინც არ უნდა იყოს და როგორი პრობლემაც არ უნდა ჰქონდეს, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დასახმარებლად“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტრამპის განცხადებით, მალე გაარკვევენ, თუმცა არ ფიქრობენ, რომ რუსეთში შავი ჭირის შემთხვევა ბიოლოგიური იარაღიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები