პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

BILD: გამოკითხულთა 58% გერმანიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს

BILD-ის დაკვეთით INSA-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გერმანიის მოქალაქეების 58% ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ემხრობა, ხოლო მოქმედი კოალიციის მმართველობის გაგრძელებას 2029 წლამდე მხოლოდ 26% უჭერს მხარს.

BILD: გამოკითხულთა 58% გერმანიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს
იმედინიუსი

გერმანული გამოცემა BILD-ის დაკვეთით, კომპანია INSA-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გერმანიის მოქალაქეების 58% ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ემხრობა.

გამოკითხულთა მხოლოდ მეოთხედზე ოდნავ მეტი, ანუ 26% მიიჩნევს, რომ „ქრისტიან-დემოკრატიულმა“ და „სოციალ-დემოკრატიულმა“ პარტიებმა მმართველობა 2029 წლის დასაწყისამდე უნდა გააგრძელონ.

გამოკითხვის შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება რესპონდენტების პარტიული სიმპათიების მიხედვით. „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU/CSU) მხარდამჭერთა 60%-ს და „სოციალ-დემოკრატების“ (SPD) ამომრჩეველთა 50%-ს სურს, რომ ფრიდრიხ მერცმა და ლარს კლინგბაილმა ხელისუფლებაში 2029 წლამდე დარჩენა შეძლონ.

თუმცა, სხვა პარტიების მხარდამჭერთა უმრავლესობა ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ემხრობა. ამ მოსაზრებას ყველაზე მეტად „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) და BSW-ის ამომრჩევლები იზიარებენ. ვადამდელ არჩევნებს მხარს უჭერს მემარცხენე პარტიის (Die Linke) მხარდამჭერთა 75% და „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ (FDP) ამომრჩეველთა 64%. „მწვანეთა“ მხარდამჭერებში კი ვადამდელი არჩევნების მომხრეები 47% შეადგენენ, წინააღმდეგია 41%.

რესპონდენტებს ასევე ჰკითხეს, მისცემდნენ თუ არა ხმას იმავე პარტიას, რომელსაც 2025 წელს დაუჭირეს მხარი. გამოკითხულთა 59%-მა დადებითი პასუხი გასცა, 25%-მა კი განაცხადა, რომ ხმას სხვა პარტიას მისცემდა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Bild: გამოკითხული გერმანელების 82% ფრიდრიხ მერცის საქმიანობით უკმაყოფილოაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები